ამ ეტაპზე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაასრულა. ამ დროისთვის, წყალი ისნის რაიონის ყველა ქუჩას მიეწოდება, გარდა ღვინის აღმართისა და დუტუ მეგრელის ქუჩისა. წყალმომარაგების აღდგენამდე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ორივე ქუჩის მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კომპანია მაქსიმალურად შეეცდება, სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
ავტოციტენების მოძრაობის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე აბონენტები ინფორმაციას მიიღებენ SMS-შეტყობინების საშუალებით, დეტალური ინფორმაციის მოძიება კი შესაძლებელია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.