დღეს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „ გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ვადაჭკორიას შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრება და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
ბერნარ კუშნერი სტუდენტებს შეხვდება და მათთვის ოფიციალურ მოხსენებას გააკეთებს თემაზე: „ჯანდაცვის გლობალური გამოწვევები 21-ე საუკუნეში და განათლების როლი“. შეხვედრის დასასრულს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩევენ.
დღეს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის სამინსიტროში გაიმართება ერთობლივი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობენ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, საქართველოს ჯანდაცვის მინისიტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.
ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და სარკოზისთან ერთად საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.