წყალსადენის 600 მმ-იანი მაგისტრალის რეაბილიტირებული მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

წყალსადენის 600 მმ-იანი მაგისტრალის რეაბილიტირებული მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდფაუერმა“ სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე  წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტირებული 500 მეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები დღეს ღამიდან დაიწყება. პარალელურად, კომპანია ქსელებზე დამატებით ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებსაც დაამონტაჟებს.

სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან ხვალ, 21 ნოემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
 

  • ვარკეთილის მე-3 მასივის I, VI, IX, X კვარტლებს, კახეთის გზატკეცილს და სამგორის რაიონის ქუჩების ნაწილს.

    წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებისმეშვეობით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება, შესაძლებელია GWP-ის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili  მეშვეობით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. 



 

 

 

  •