ყაზახეთის დელეგაცია პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობის გამოცდილებას გაეცნო

ყაზახეთის დელეგაცია პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობის გამოცდილებას გაეცნო

11 ნოემბერს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ყაზახეთის პარლამენტის წევრი სვეტლანა ბიჩკოვა, საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი ცენტრალური აზიის ქვეყნებში აზამატ შამბილოვი და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ყაზახეთის ოფისის ოფიცერი ტატიანა ადერხინა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა სტუმრებს გააცნო სააგენტოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები და დანერგილი ნოვაციები. ვინაიდან პრობაციის სამსახური ყაზახეთში ამჟამად ყალიბდება, დელეგაციის წევრებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს პრობაციის სააგენტოს მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ და აღნიშნეს, რომ ქართული მხარის გამოცდილება სამომავლო საქმიანობაში მათ ძალიან გამოადგებათ.

მოგვიანებით, ყაზახმა სტუმრებმა მოინახულეს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ოფისი.

ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში განხორციელდა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და ორგანიზებით.