თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრძოლის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოახერხა გამარჯვება. ერთი კვირის წინ გამართული არჩევნების შედეგად, ახლა ის უფრო მტკიცედ მოახვევს თავს საკუთარ ნებას და ამაში ისეა დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მმართველობა ქვეყანაში აღსრულდება ოთხი წლის განმავლობაში. ის რისკზე წავიდა, გადაკვეთა, ასე ვთქვათ ბევრი ხაზი, და ბოლოს გაიმარჯვა. მას ადგილობრივი ხმების ნახევარზე მეტი მომხრე ყავს, რისი მეშვეობითაც, როგორც კარტ-ბლანში შეიძლება უფლებამოსილება გადაიზარდოს ავტარიტარიზმში.
ეს იყო შედეგი, რომელსაც ცოტა ვინმე თუ ივარაუდებდა. ეგზიტპოლების გამოკითხვის შედეგად AKP-მ მოიპოვა ხმათა 40%, რაც არასაკმარისია მთავრობის შესაქმნელად. ასე, რომ AKP-ს ასეთი მასშტაბური გამარჯვება იყო შოკისმომგვრელი.
გაჩნდა თავსატეხი, რომ თუ პრო-თურქული სახალხო დემოკრაატიული პარტია HDP- ვერ გადალახავდა 10%-იან ზღვარს, ნიშნავდა იმას, რომ ის ვერ დაიკავდებდა ადგილს პარლამენტში და პარლამენტის გარეთ დარჩენილი უფრო მეტ დესტაბილიზაციას მოუტანდა თურქეთს.
როგორ აიხსნება AKP-ს გაამრჯვება? AKP ინტენსიურად დებდა ინვესტიციებს, რომ თავი წარმოეჩინა, როგორც მტრის წინააღმდეგ მებრძოლი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა, ბევრი აფასებს ამას, როგორც თურქეთის ნომერ პირველ მტერს: პრო-ქურთული PKK.
ერდოღანმა სამ ოპოზიციურ პარტიას შორის მკვეთრი ხაზი გაავლო, სადაც ყველამ შეინარჩუნა იდენტური პოლიტიკა. ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ოსტატურად მოახერხა საჭირო მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეექმნა კოალიცია. ულტრანაციონალისტური MHP პარტიის მხარდამჭერების 6% კი მოაკლდა, ვინაიდან მისმა ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ, რომელსაც „ბატონი არა“ შეარქვეს, უარი განაცხადა კოალიციის შექმნის ყველანაირ შემოთავაზებაზე.
ამ არჩევნების ისტორიის კიდევ ერთი დრამატული ელემენტი გახლავთ ის, რომ HDP-მ დაკარგა ხმების რაოდენობა. სელაჰათინ დემირთაშის ხელმძღვანელობით იდენტური პოლიტიკის მიღმა პარტიამ მოახერხა სეკულარული მარცხენა ფრთის გაკრიტიკება. თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთული ოპოზიციის შეტაკებების შედეგად სეკულარული მარცხენა ფრთის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP).
ასე რომ, ეს იყო თურქეთის სტრატეგიის ამსახველი ფაქტორი, არსებიული კრიზისიდან ერდოღანი წარმატებით გამოვიდა და ასევე წარმატებით შეუზღუდა მოქმედების სფერო მედია საშუალებებს და ოპოზიციას. მან საკუთარ ქვეყანაში მეომრის იმიჯი მოირგო - ადამიანი, რომელიც მსოფლიოს არ ემორჩილება.
თუმცა, არჩევნების ეს შედეგი თურქეთს სტაბილურობას არ მოუტანს, პირიქით კრიზისი სისტემატიურ სახეს მიიღებს და კიდევ უფრო გაღრმავდება.
ამ არჩევნების პერიოდში სასწორზე დაიდო ორი საკითხი, გადაიხრებოდა თუ არა თურქეთი უფრო დასავლური ტიპის დემოკრატიისაკენ თუ აირჩევდა შუა აზიის ავტოკრატიას, სადაც თავისუფლებისა და უფლებების მიმართ აშკარად გამოხატული იქნება უპატივისცემულობა და სასამართლო სისტემა და მედია ძალის მეშვეობით იქნება დაქვემდებარებული.
თუ პრეზიდენტი ერდოღანი და მისი AKP პარტია გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში გამარჯვება გამოიყენონ როგორც კარტ-ბლანში, მათ კონსტიტუციის დარღვევის უფლებას მისცემს. განსხვავებული აზრის ჩახშობა, ჟურნალისტიკის “სულის შეხუთვა“, სადავო პოლიტიკური სისტემის წარმართვა, ქურთების მოთხოვნების დევოლუცია, ზიგზაგისებურად სირიის კრიზისთან კავშირი, ყველაფერ ამის ფონზე ჩვენ უნდა ველოდოთ თურქეთის ავტოკრატიისაკენ უფრო სწრაფ სვლას.