კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! გიყვართ გემრიელი კერძები? მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას... ფუდპანდა საყვარელ კერძებს პირდაპირ კართან მოგართმევს!
გიყვართ პიცა? პიცის გამოძახება მართლაც საუკეთესო არჩევანია, თუნდაც ლანჩზე მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად და საყვარელ ადამიანთან გატარებული საღამოსთვის. გამოიყენე ვაუჩერის კოდი NEWPANDA ონლაინ გადახდისას და მიიღე 35 პროცენტიანი ფასდაკლება! ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით....
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
გემრიელი რეცეპტი ფუდპანდასგან - მინიატურული პიცები
გიყვართ პიცა? მინიატურული პიცები უფრო სახალისოა! პიცის სახლში მომზადება გადაწყვიტეთ? იხელმძღვენელეთ ამ პიცის რეცეპტით და თქვენ გემრიელი მინიატურული პიცები გამოგივათ!
ინგრედიენტები: 2,5 ჭიქა ფქვილი,1 ჩ/კ მშრალი საფუარი,1 ჩ/კ შაქარი 100 მლ. წყალი,1,5 ს/კ მცენარეული ზეთი,მესამედი ჩ/კ მარილი,2 ცალი ქათმის ფილე,1 თავი ხახვი,2 ცალი პომიდორი,10 ცალი სოკო შამპინიონი/ქამა,1 ცალი ბულგარული წიწაკა,3 ს/კ ტომატის სოუსი,200 გრ. ყველი მოცარელა, 150 გრ. მაგარი ყველი.
მომზადების წესი:
ცომი: თბილ რძეში გაალღვეთ საფუარი, გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი და ჩაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ელასტიური ცომი. გადააფარეთ პიცის ცომს სუფთა ტილო და ამოსასვლელად თბილ ადგილას დადგით.ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი , შაქარი. მოასხით გამლღვალი საფუარი და მცენარეული ზეთი. შეურიეთ და მოზილეთ ცომი.
დეტალები :
ქათმის ფილეს ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, სწრაფად შებრაწეთ ზეთში ყველა მხრიდან და შემდეგ შედგით ღუმელში, სანამ ბოლომდე არ მომზადდება. ბოლოს, გააგრილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.
ამოსული ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე(მოაყარეთ ფქვილი), წაუსვით ზემოდან პამიდვრის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი მოცარელა. ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ დაჭრილი ქათმის ფილე, დაჭრილი სოკო და ხახვი, პომიდორი და მწვანე ბულგარული წიწაკა.
პიცას მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში წინასწარ 200ᵒ С-მდე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!