კომპანია „რუსთავის წყალი“, ხვალ დილიდან, ქალაქის წყალსადენის შიდა კვარტლურ ქსელებზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
ტექნიკური სამუშაოები ერთდროულად წარიმართება მშვიდობის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე გამავალ 800 მმ-იან მაგისტრალურ მილდენებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე გამავალ 500 მმ-იან მაგისტრალს, ასევე, შეკეთდება მეორე აწევის სატუმბო სადგურის ტუმბო-აგრეგატი.
აღნიშნული გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხვალ, 20 ოქტომბერს, 10:00-დან 21:00 საათამდე ქ. რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „რუსთავის წყალი“, წყლის შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის თავის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.