კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. ამ მიზნით, ნოემბრის ბოლომდე, კომპანია რიგი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას გეგმავს. კერძოდ, ხვალ დილიდან, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე გამავალ წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს და მაგისტრალის ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით შეცვლის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 19 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 20 ოქტომბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ნაძალადევის რაიონის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის - http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.