15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ“ ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრა ფიფ დაავადებული პაციენტების კავშირის, საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის ეგიდით მოეწყობა.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაიშვიათი დაავადების - ფილტვის იდოპათიური ფიბროზის შესახებ, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ მისი სწორი მართვა.
პრესკონფერენციაში მონაწილეობენ და სიტყვით გამოვლენ: კახა ვაჭარაძე (საქართველოს რესპირატორთა ასოციაცია), ელენე შეროზია (ექიმი-პულმონოლოგი, კლინიკა „დიაკორი“), ოლეგ ქვლივიძე (გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი) და ელენე სამხარაძე (ფიფ დაავადებულ პაციენტთა კავშირი). ასევე დაეწრებიან იშვიათი დაავადების და რესპირატორთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის მსოფლიო კვირეული 2012 წლიდანაღინიშნება. და ამ აქტივობას წელს წელს საქართველოც შეუერთდა.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის საინფორმაციო კამპანია სლოგანის „ამოისუნთქე იმედით“ ფარგლებში განხორციელდება და მის აუცილებელ ატრიბუტს საპნის ბუშტების გაშვება წარმოადგენს, რომელიც ფიფ-ის სიმბოლოდ იქცა. ჯანმრთელი ადამიანისთვის საპნის ბუშტების გაშვება მხიარულ ემოციებთანაა დაკავშირებული და 1 წამზე ნაკლები სჭირდება, თუმცა ფიფ-ით დაავადებული პაციენტებისთვის ეს ერთი შეხედვით მარტივი აქტივობა, ძალზედ რთულად შესასრულებელი შეიძლება აღმოჩნდეს. კვირეულისა და კამპანიის მიზანია, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, ფიფ პაციენტებისა და მათი ახლობლების მხარდაჭრა, რათა მოხდეს დაავადებით დროული დიაგნოსტიკა და შემდგომში მისი სწორი მართვა