ახალი სასწავლო წელი ოქროსმედალოსნებთან შეხვედრით დაიწყო.

ახალი სასწავლო წელი ოქროსმედალოსნებთან შეხვედრით დაიწყო.

გლდანის რაიონის გამგეობლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, გამგეობამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  ახმეტელის სახ. დრამატულ  თეატრში რაიონში არსებული   სკოლების  2014-15  სასწავლო წლის გამოშვების  ოქროსმედალოსან  მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. 

მოსწავლეებს გამგეობის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება და სტუდენტობა  გლდანის გამგებელმა მიულოცა. მათ ასევე მიესამნენ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები, გასართობი ცენტრის ,,მაქსილენდის“ დირექტორი თენგიზ ჩუბინიძე,  პოეტი - თინათინ მღვდლიაშვილი.

ოქროსმედალოსნებს საკონცერტო პროგრამით გლდანის მე-20 ხელოვნების სკოლის  მოსწავლეები  მიესალმნენ.

35 საჯარო და კერძო სკოლის 57-მა ოქროსმედალოსანმა  ,,სიცოცხლის ხე“ დარგო. წარჩინებული მოსწავლეების მიერ ხის დარგვა ტრადიციად იქცევა .

საღამოს დაესწრო თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია.