ახალი ბარაბას 5 ნიშანი
პრესა მორიგ გამაოგნებელ ინფორმაციას გვაწვდის: თურმე მთავრობის სასახლის „პირველი რესპუბლიკის“ და „ილიაჭავჭავაძის“ სახელობის დარბაზებს ბარბაროსულად ანგრევენ.
აი, რას ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე: „როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მაგიდები და პრეზიდიუმი დაგლიჯეს, დალეწეს და დარბაზებიდან ასეთ მდგომარეობაშიგაიტანეს. მინდა ყველას შევახსენო, რომთავისდროზე I რესპუბლიკის სახელობის დარბაზსეს სახელწოდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის საპატივსაცემოდ მიენიჭა, როგორიც1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება იყო. ისტორიულიმ ეხსიერების წაშლა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია და როგორც ჩანს, პარლამენტის შენობის ფარული გასხვისება ამ იზნის გახორციელებასაც უკავშირდება. ახლა მაინტერესებს, რა ბედი ელის სამლოცველოს და 500 იუნკერის საფლავს“.
მთავრობის სასახლედ წოდებული, რუსთაველის პროსპექტზე ჯერ კიდევ მყარად მდგარი შენობა სიმბოლურად ქართულ სახელმწიფოებრიობას,ქართველი ხალხის ძალაუფლებას – ქართულ პარლამენტარიზმს გამოხატავს. მთავრობის სასახლის ხელყოფა სხვა არაფერია, თუ არა ავაზაკური თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე.
კიტოვანმა ცეცხლი გაუხსნა, ყუმბარები დაუშინა ამ შენობას და ბოლოს აიღო კიდეც იგი. აიღო, მაგრამ ვერ დაანგრია.
„ვარდოსანი ავაზაკნი“ „ბატკას“ ბანდისაგან განსხვავებით, თოფის გასროლის გარეშე შევარდნენ და დაეპატრონნენ მას. შევარდნენ ხალხის სახელით. იმ ხალხისა, რომელიც გააბრიყვეს და, წადილის ასრულებისთანავე, უმალ უარყვეს და დაივიწყეს. შევარდნენ და დაეპატრონნენ ზუსტად ისე, როგორც ეშმაკნი მიტოვებულ ეკლესიას.
დაეპატრონნენ, მაგრამ რისთვის? რაში სჭირდება ეშმაკს ეკლესია ან ამ ავაზაკთა ნაცხროვას მთავრობის სასახლე? მხოლოდ ერთი მიზნით – სათარეშოდ და დასანგრევად. ამიტომ, ლოგიკურია – მათი პარლამენტში შევარდნა მისი ნგრევით უნდა დასრულებულიყო და სრულდება კიდეც.
ისინი გუმანით გრძნობენ, რომ უნდა დაინგრეს ქართული სახელმწიფოებრიობის გამომსახველი ნაგებობა. ხოლო დანგრეულის სანაცვლოდ, დაშთენილი სიცარიელის დასამალად, სიყალბე უნდა დაიდგას. მთავრობის სასახლეს ანგრევენ, სამაგიეროდ, ქუთაისში სახელდახელოდ დააყუდეს „გოგორიშვილის უნიტაზად“ სახელდებული ცრუ, „კარტონის“ პარლამენტი.
ზუსტადაც იციან, რომ სანამ არსებობს შესაძლებლობა, ქართველობამ თავისუფლად აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი, ხოლო თავისუფალი ერი პარლამენტის შენობის წინ თავისი უზენაესი ნების გამოსახატად შეიკრიბოს, მათი მთავარი მტერი – ქართული სახელმწიფო, ისევ ცოცხალია.
სახელმწიფო და თუნდაც მისი ცოცხალი სიმბოლოები მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის მათ ბოროტ განზრახვას. მათ არ სურთ სახელმწიფო. მათ ხელს უშლის სახელმწიფო წეს–რიგი. მათ სწადიათ არა მხოლოდ ცრუ–სახელმწიფო, არამედ უარესიც – ანტი–სახელმწიფო. სახელმწიფოს ცოცხალ სიმბოლოებსაც და მის წეს–რიგსაც გამალებით ანგრევენ, რათა ასპარეზი მოსუფთავდეს, რომ თავაწყეტილებმა დაუბრკოლებლად იპარპაშონ. ხოლო რასაც ისინი ქმნიან და „სახელმწიფო აღმშენებლობას“ არქმევენ, სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა საჩოყლაყოს. განა სხვა რა დაერქმევა ბარაბას გზაზე შემდარ ავაზაკთა და მათი ჩოყლაყი წინამძღოლისათვის მოსუფთავებულ სათარეშო ასპარეზს?
რუსთაველის პროსპექტზე მდგარი მთავრობის სასახლე ქართული სახელმწიფოებრიობისა და სახალხო სუვერენიტეტის ცოცხალი სახეა. „გოგორიშვილის უნიტაზად“ უდაბურ ადგილზე წამომხობილი „კარტონის“ პარლამენტი – ანტი–სახელმწიფოსი და ხალხის სუვერენიტეტის ავაზაკურად მიმტაცებელი უზურპატორი სააკაშვილისა.
რუსთაველის პროსპექტზე მდგარ მთავრობის სასახლეში ეგების, რომ ხალხის მიერ ნამდვილად არჩეული მისი დეპუტატები შეიკრიბონ. „კარტონის“ პარლამენტში კი სურთ ყალბი არჩევნებით გადეპუტატებული, ხალხის წინაშე უზურპატორის ნების გამოსახატად მოვლენილ ცრუ–პარლამენტართა შეყრა.
„შუა უნდა გაიკრიფოსო“ და ერთ მხარესაა: ნამდვილი პარლამენტი, ქართული სახელმწიფო და მისი სამართალი - მათი პატრონი ქართველი ხალხი.
მის საპირისპიროდ, ბარიკადის მეორე მხარეს: „კარტონის“ პარლამენტი, ანტი–სახელმწიფო და მისი ცრუ–სამართალი – მათი პატრონი ავაზაკთა ხროვა, უზურპატორ ჩოყლაყის წინამძღოლობით.
არჩევანი ისევე ნათელია, როგორც მაშინ: „ქრისტეს გზა ან ბარაბას გზა. მაშ აირჩიე, ქართველო ხალხო!!!“
ქართველი ხალხის არჩევანი ამთავითვე, როგორც მეცნიერნი იტყვიან, ცდის გარეშეც – „აპრიორი“, ცხადია. ასევე ნათელია ავაზაკთა მიზანი – არჩევნები არ უნდა შედგეს. ქართველ ხალხს არჩევანის უფლება საბოლოოდ უნდა წაერთვას. მათ სურთ ისევ ცრუ–არჩევნები მოაწყონ და თუ არ დავყაბულდით, ახლა იქით მიგვაქანებენ, „საცა ვიწროა“, რომ ბოლოს „იქ გაწყდეს!“
ბარაბას გზაზე შემდგარი ავზაკნი თავიანთ უდიდეს ბოროტმოქმედებათა მძევალნი არიან. დამსახურებული სასჯელის შიშით ვერ გადაუხვევენ და ბოლომდე მიუყვებიან ამ დაწყევლილ გზას. თანაც ისე, რომ ქართველობაც, მსხვერპლი მათი დანაშაულისა, ამ გზაზე შეგვიყოლიონ და ჩვენივე ნებით, თუ უნებლიეთ თავიანთ ბოროტ საქმეთა თანამონაწილნი გაგხვადონ.
დანაშაულში თანამონაწილეობის ფასად ამავე დანაშაულის მსხვერპლ ქართველ ხალხს საცდუნებლად „მეტ სარგებელსაც“ ჰპირდებიან. ცრუა ეს დაპირებაც. ბარაბას გზაზე შემდგართა „სარგებელი“ განა სხვა რა იქნება? ოდენ იუდას საგზალი და გაბნეული 30 ვერცხლი ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ბნელ გზაზე. ესენი ამ დაყვედრებულ საგზალსაც, მართალი სისხლის საფასურ 30 ვერცხლსაც ბოლომდე არ გაიმეტებენ, მოტეხავენ და ამაშიც კი წილში ჩაგვისხდებიან. მერე რა, განა რა შეიცვლება, რომ ნაგავმიბმული დენით გააჩახჩახებენ, შუშის ხიდებით, შადრევნებით, ჭყეტელა ფერებით შეღებილი ფასადებით, გიფსო–კარტონით შენიღბული, ფუყედ შერემონტებული შენობებითა და ფუჭი ზიზილ–პიპილოებით მორთავენ თუნდაც ახალასფალტდაგებულ ამ უბნელეს გზას? განა ბარაბას გზას ჩოყლაყურად, ყალბად კეთილმოწყობა შეცვლის?!
ბარაბას გზა, რომელზედაც 2003 წლიდან შეგვაყენეს ქართველობა და ავაზაკობის ერთდრულად მსხვერპლადაც და მოზიარადაც გვაქციეს, სიყალბითა და სიცრუით შენიღბულია. თუმცა დღეს უკვე ადვილად საცნაურია ამ გზის მთავარ ნიშანსვეტებად აღმართული საარაკო ბოროტმოქმედებანი.
ეს გზა შევარდნით დაიწყო და ნგრევით, პარტახით სრულდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი დროის კოლექტიური ბარაბაა. ახალი ბარაბას ალაფი და ასპარეზია დღეს საქართველო.
ხალხის საცდური დიდი წითელი ხუთიანი ქვეყნის სხეულზე ამოშანთულა. დიდი და პატარა ხუთიანებითაა მოფენილი საჩოყლაყოდ გამზადებული ქვეყნის სოფლები და ქალაქები. წითელი ხუთიანი ამ ახალი ბარაბას მიერ ქართველი ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ხუთ მომაკვდინებელ დანაშაულს, ხუთ მოუშუშებელ, სისხლმდენ წყლულსგანასახიერებს.
აი, მათი წითელი ხუთიანის ამოსაცნობი ხუთი ბოროტი ნიშანი, ახალი ბარაბას ხუთი დიდიავკაცობა: შევარდნა, მიტაცება, დევნა, ყალბისქმნა და პარტახი.
5–ის პირველი ნიშანი: შევარდნა
მათი ყველა ავაზაკობის საწყისი, მთავარი ნიშანსვეტი ახალი ბარაბას დაწყევლილი გზისა, შევარდნაა. ბოროტმოქმედს თავიდან სწორედ ის გამოარჩევს, რომ იგი კარიდან არ შედის, მალულად შეიპარება, ანდა უარესი – ძალით შეიჭრება, შევარდება და ასე ცდილობს დამკვიდრდეს; ძალით ის ადგილი დაიკავოს, რაც არერგება. მალულად შეპარვა ამათ ტემპერამენტსა და ჩოყლაყურ გემოვნებას არ აკმაყოფილებს. აშკარად, დაუფარავად, თავხედურად და გადაჭრით მოქმედებას –ყაჩაღურ შევარდნას ამჯობინებენ. ბრბოს მოსწონს კიდეც ამათი აწყვეტილობა, თავზეხელაღებულობა – გაბედულებად მიიჩნევენ და აგულიანებენ კიდეც.
სამართლის ფექხქვეშ გათელვით შევარდნა და შესავარდნად წაქეზება, დაბნეული ხალხის აყოლიება ამათი განსაკუთრებული ხელწერაა.ზღვარის გადალახვა, ზნეობითა და სამართლით დაწესებული აკრძალვების უგულებელყოფა, შევარდნა უკვერჯულად და ჩვეულებად ექცათ. თუ შეატყვეს, რომ ჩიტი ბრდღვანადა ღირს, ყველაფერს გადააბიჯებენ, სამართლისა და ზნეობის ბარიერი მათთვის არ არსებობს. ეს იმიტომ, რომ სწორედ შევარდნით მიიტაცეს ძალაუფლება. თავიდანვე გაუვიდათ და მას მერე აღარც შეჩერებულან.
მათი შევარდნის ორი მაგალითი შეიძლება აქ მოვიყვანოთ: წარმატებული და წარუმატებელი; ერთი საშინაო და მეორეც – საგარეო პოლიტიკის სფეროდან; პარლამენტში შევარდნა და შედეგად, ძალაუფლების მიტაცება, ის საშინაო წარმატებაა, რაც მათ დღემდე თავბრუს ახვევს; ცხინვალში შევარდნის წარუმატებელმა მცდელობამ კი, რასაც ქვეყნის სამხედრო–პოლიტიკური კრახი მოჰყვა შედეგად, ისინი მაინც ვერ დააოკა და ვერ შეაჩერა; პირიქით – უფრო გააბოროტა კიდეც და ვინც ბედავს, მათ ეს წარუმატებელი შევარდნა შეახსენოს, ყველა მათი დაუძინებელი პირადი მტერია.
არადა, ქვეყნის სამტროდ მათ 2008 წლის აგვისტოში მართლაც მოღალატური ნაბიჯი გადადგეს – ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, კონსტიტუციის სრული უგულებელყოფით გამოიყენეს სამხედრო ძალა, აჰყვნენ რუსეთის პროვოკაციას და შეტევითი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს ცხინვალის წინააღმდეგ; ისე, რომ არც გაუაზრებიათ და არც დაუსაბუთებიათ ამ ოპერაციის, ამ შევარდნის ლეგიტიმური მიზანი.
არა უწყოდნენ რასა სჩადიოდნენ? კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო ხელფეხშეკრული იყო საერთაშორისო შეათნხმებებით და რუსეთის სამშვიდობო მანდატი მოქმედებდა, ანტი–სამართლებრივი ნაბიჯი იყო; ასევე, ეს ავანტურა რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო შემოჭრამდე წამოიწყეს და მეტიც: სწორედ ეს წინმსწრები შეტევითი სამხედრო ოპერაცია იქნა გამოყენებული რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის, საბოლოოდ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივი ანექსიის ძირითად საბაბად.
ესენი კი დღემდე გვარწმუნებენ, რომ ავანგარდში უდგანან მოწინავე კაცობრიობას და უკანასკნელ „ბოროტების იმპერიას“ კვლავაც მამაცურად ებრძვიან საბოლოო გამარჯვებამდე, რომ ცოტაც და რუსეთი დაიშლება (?!)...
საგარეო ასპარეზზე „შევარდნის მეთოდის“ გამოყენებამ ქვეყანასმოუტანა სამხედრო–პოლიტიკური კატასტროფა, მსხვერპლი და ნგრევა... მათ არ სურთ მარცხის და ჩადენილიუკანონობის აღიარება და დღემდე ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ მართებულად მოიქცნენ, რომ გაიმარჯვეს, რადგან ძალაუფლება შეინარჩუნეს, „არ ჩამოიშალნენ“.
5–ის მეორე ნიშანი: მიტაცება
სწორედ ეს არის მათთვის წარმატებისა თუ წარუმატებლობის ერთადერთი საზომი: უპყრიათ თუ არა ხელთ ძალაუფლება. სხვა ყველაფერი რაც მათ არ ეკუთვნით, ჯერ კიდევ რატომღაცსხვისია ანდა საქვეყნოა, მეორეხარისხოვანია და თავიანთ ძალაუფლებასთვალის დახამხაბებში შეწირავენ. საქვეყნო ჭირსაც წაუღია, ოღონდ მიტაცებული მთავრი სიმდიდრე – ძალაუფლება შეინარჩუნონ.
ესეც ადასტურებს, რომ მათი ყველა დანაშაულის მთავარი მოტივი დაუოკებელი მტაცებლური ჟინია. მიტაცება, მტაცებლობა – აი, ახალი ბარაბას მთავარი ავკაცობა და მისი მოუცილებადი ბოროტი ნიშანი.
ძალაუფლების მიტაცების დაუოკებელი, ავაზაკური ჟინი მართავდა მათ, მაშინაც, როცა პარლამენტში შევარდნენ. უძლურობამ და დაბერებულმა შევარდნაძემ შვა მათი შევარდნა. ეს ხალხის სახელით ჩაიდინეს, ხალხს უხმეს ვითომ ხმების დასაცავად, ყალბი არჩევნებით წართმეული ძალაუფლების დასაბრუნებლად. ხალხს უხმეს, მაგრამ თავად ერთი წამითაც არ უფიქრიათ, რომ იმთავითვე სწორედ ხალხს ეკუთვნოდა მათ მიერ შევარდნაძისათვის ჩამორთმეული ძალაუფლება.
სინამდვილეში მათ მოახერხეს თავიანთ დანაშაულში ხალხის ჩათრევა. ისედაც წამსვლელი შევარდნაძის გადადგომა, რისთვისაც ხალხს უხმეს, არ ყოფილა მათი ნამდვილი მიზანი. შევარდნაძეს მასთან ერთად ჩადენილი, თავიანთი „მოქკავშირის“ მძიმე ცოდვები ბოლომდე აჰკიდეს და ისე განუტევეს; მას გაატანეს გასვრილ–დაბინძურებული ხელისუფლების მანტია; სამაგიეროდ, ხალხს „დაავიწყეს“, რომ ლომის წილი ედოთ შვარდნაძის კორუმპირებული სისტემის შექმნაში; დაავიწყეს და იოლად მიიღეს „რევოლუციით განწმენდილი“ ძალაუფლების სკიპტრა და კვერთხი;
მათ ერთი დარტყმით მოისუფთავეს გზა და შევარდნაძის გადადგომით მიჩქმალეს ნამდვილი მიზანი, რომელსაც ესწრაფოდნენ და აკი იოლადაც მიაღწიეს: სრული ძალაუფლება, სრული მანდატი დასტყუეს დაბნეულ ხალხს: არც უფიქრიათ მიტაცებული ძალაუფლების ვინმესთვის გაყოფა და არც შეზღუდვა – ერთპარტიული პარლამენტი მრავაპარტიულის ნაცვლად, კონსტიტუციურად გაუქმებული ხელისუფლებათა ბალანსი და უკიდეგანო, სუპერ–საპრეზიდენტო მმართველობა – ეს იყო „ვარდების რევოლუციად“ მონათლული ავაზაკური შეთქმულების ნამდვილი მიზანიც და სამწუხაროდ, შედეგიც.
ძალაუფლების მიტაცებისა და გზის მოსუფთავების შემდეგ მათ დაიწყეს და წარმატებით განახორციელეს მთლიანად ქვეყნის მიტაცება. სახელმწიფო გააუქმეს და მის ნაცვლად მტაცებლური კერძო კორპორაცია მოიწყეს; მონსტრი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა მიტაცებული „სახელმწიფო“ ძალაუფლებაც, სრულიად საქართველოს უძრავ–მოძრავი ქონებაც და ჩვენც, საქართველოს მოქალაქეებიც.
მტაცებლური კორპორაციის მოსაწყობად მათი უმთავრესი მეთოდი და იარაღი ძალადობა იყო. ძალადობის „გასაპრავებლად“სამართალ–მწვალებლობა გამოიყენეს: უპირველესი ძალადობა მათ სწორედ სამართალზე განახორციელეს – მხეცურად გააუპატიურეს იგი: თავიანთ ნებაზე ჭრეს და კერეს კონსტიტუცია და კანონები. შერყვნილი სამართლისაგან ძალადობით იშვა ის მტაცებელი მონსტრი, რომელსაც სახელმწიფოდ ასაღებენ და სინამდვილეში მხოლოდ კოშმარული მოჩვენბაღაა სახელმწიფოსი.
სახელმწიფო მოწოდებულია სამართალი აღასრულოს, საზოგადო სიკეთეები შექმნას და დაიცვას; ამათგან ნაშობი მონსტრი კი სწორედაც მტაცებელი მხეცია, რომელიც ძალადობას სამართლად ასაღებს, ავაზაკთა ჟინის დასაკმაყოფილებლად ყოველივეს მიიტაცებს და ნთქავს.
ეს მონსტრი – მტაცებელი, ავაზაკური კორპორაცია არც საზოგადო სიკეთეს ქმნის და არც არაფერს აწარმოებს – იგი პარაზიტიზმის ხარჯზე არსებობს; მხოლოდ იტაცებს და ნთქავს ქვეყნის რესურსებსა თუ უცხოეთიდან, კაცმა არ იცის რის ფასად, მიღებულ დიდძალ ფინანსურ ინექციებს.
მტაცებლური კორპორაციისაგან მისი დამფუძნებელი ავაზაკნი სულ უფრო მეტ სარგებელს თხოულობენ, ცხადია, არა ხალხისათვის, არამედ თავიანთთვის;ქვეყნის მთელი სიმდიდრე: ბუნებრივი რესურსები, მიწა, წყალი, ტყე, სასარგებლო წიაღისეული, ასევე ყველაფერი ღირებული – პორტები თუ სხვა სასისოცხლო კომუნიკაციები, პარტახს სასწაულით გადარჩენილი საწამოები, და ა.შ..ყოველივე სხვისდება, ჩალის ფასად იყიდება, იძარცვება, ფულად ხურდავდება და ავაზაკთა შორის ნაწილდება; ეს მტაცებლური კორპორაცია, როგორც მონოპოლიათა მონოპოლია,თავისი ყველგან მწვდომი საცეცებით, შვილობილი მონოპოლიების მეშვეობით, ქართველი ხალხის უმოწყალო ექსპლოატაციასა და ძარცვა–გლეჯვას დღემუდამ ეწევა და მხლოდ მადაზე მოსულ ავაზაკთა გაძღომას ემსახურება.
ამ მტაცებლურ კორპორაციას არა მხოლოდ ფულის, არამედ ავაზაკებისათვის მეტი ძალაუფლების „გამომუშავებაც“ ევალება. ამიტომ იგი ისეა მოწყობილი, რომ კორპორაციის პერსონალი – ამათი ახალი ნომენკლატურა ერთგული სამსახურისათვის მომართოს, ხოლო დანარჩენნი, ვისაც არ გაუმართლა და „ზედმეტი ადამიანის“ როლისთვისაა ამათ მიერ გაწირული, მუდმივ მორჩილებაში იყოლიოს.
კორპორაციის დაქირავებული პერსონალის შერჩევა და გამოზრდა თითქმის იგივე მეთოდებით ხდება,როგორც საბჭოთა დროის ნომენკლატურისა. პატრონის წინაშე ძაღლური ერთგულება და არა პროფესიული დამსახურებანი, არამც და არამც ცოდნა და გამოცდილება, აი, მათი კადრების შერჩევისა და გამოზრდის უმთავრესი კრიტრიუმი. ამათთან წარმატებას რომ მიაღწიო, პავლიკ მოროზოვსაც კი უნდა აჯობო და მონობის, გამცემლობისა და სულმდაბლობისახალ მაგალითად უნდა იქცე. ამის მისაღწევად ავაზაკიპატრონნი თავიანთ მოსამსახურეს დანაშაულში თანაზიარობისა და ჩაგვრისათვის გაწირულ „ზედმეტ ადამიანებთან“ უპირატესობის განცდას განსაკუთრებით უღვივებენ.
გსურს კორპორაციას ემსახურო და არ გინდა ბორტს მიღმა დარჩე? კეთილი ინებე და დღენიადაგ ამტკიცე შენი ერთგულება, მზად იყავ მონაწილე გახდე დიადი დანაშაულისა! ერთ დანაშაულში თანამონაწილეობაც, ერთხელ გასვრაც კი საკმარისია, რომ მტაცებელმა კორპორაციამ თავისი მოსამსახურე ერთულ ძაღლად აქციოს. სწორედ ამიტომაც არის, რომ დანაშაულის ჩადენისას გულმოდგინე ერთგულებითა და სასტიკი ჟინით გამოირჩევიან ამ კორპორაციისათვის განსაკუთრებულად ღირებული მსახურნი, მაგ. ზონდერები, პროპაგანდისტი ე.წ. ჟურნალისტები, ასევე საარჩევნო კოორდინატორები და ა.შ. ყველა ისინი სწორედაც მტაცებლურად არიან შემართულები.
ვინც მტაცებელი კორპორაციის სამსახურში არ დგას, ბორტს მიღმაა დარჩენილი; დანაშაულის თანამოზიარე ვინც არ არის, ის „ზედმეტი ადამიანია“. „ზედმეტი ადამიანები“ მოკლებულნი არიან დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობას. შრომით ბაზარზე ყველა სამუშაო ადგილი, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურში უშუალოდ კორპორაციის ან მისი საცეცების – მონოპოლიების ხელშია, სამუშაოს ერთადერთი მიმცემი საბოლოო ჯამში მხოლოდ ეს მტაცებელი კორპორაციაა, სხვა არაფერი.
საუბარიც ზედმეტია კერძო ბიზნესის წამოწყებაზე; ყველა ეკონომიკური სფერო მონოპოლიზებულია და იქ „ზედმეტი ადამიანების“ ადგილი ნამდვილად არ არის; ხოლო რაც მონოპოლიებს ჯერჯერობით გადაურჩა – წვრილი მეწარმეობა, მონოპოლიათა განუკითხავი პარპაშის პირობებში არა რენტაბელურია და როგორც წესი, სახელმწიფო გადასახადებისა და მევახშეთა მძიმე უღელს ქვეშ ღაფავს სულს.
ყველა გზა დახშულია და თავის სარჩენად „ზედმეტი ადამიანი“ მზადაა მტაცებელ კორპორაციას შეეკრას, მის ნებისმიერ დამამცირებელ, კაბალურ პირობას მადლიერების გრძნობითაც კი დათანხმდეს; ასეთი შესაძლებლობაც სანთლით საძებნელია, „ზედმეტ ადამიანთა“ უდიდსი უმრავლესობა ხელგამოწვდილი მათხოვრის როლში, ლუკმა პურის მოსაპოვებლად კორპორაციას მოწყალების გაღებას ევედრება.თუ არა, მისი ადგილი საკუთარ ქვეყანაში აღარ არის და უცხოეთში უნდა ეძებოს თავშესაფარი.
მტაცებელმა კორპორაციამ ქვეყნის მოქალაქეები მახვეწრებად ან გადახვეწილებად აქცია.
ასეთი უღირსი გარემოს დიდ ხანს შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ მტაცებელი კორპორაციისპატრონ ავაზაკთა ხროვა საყოველთაო დევნა–შევიწროვებას, საყოველთაო ტერორის გარემოსა ქმნის.
აქ მივადექით მტაცებელი კორპორაციის მიერ ადამიანების დევნას, ახალი ბარაბას დიდ ბოროტებათა კიდევ ერთ ძირითად ნიშანს.
(პირველი ნაწილის დასასრული)