თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ბიზნეს-ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით დაეხმარნენ. ტრაგედიას კომპანია „ფუდპანდაც“ გამოეხმაურა და ოპერატიულად ჩაერთო დაზარალებულთა დახმარების პროცესში.
ფუდპანდამ ერთი ლამაზი და ხალისიანი დღე სტიქიით დაზარალებულ პატარებს გასულ კვირასაც მოუწყო. მათ ამჯერად "ბომბორას" პარკმა უმასპინძლა, სადაც ყველასათვის საყვარელი პანდა პატარებს „პიცა მანიას“ პიცებით, კარტოფილის ფრიებითა და ნატახტარის ლიმონათებით გაუმასპინძლდა.
„ფუდპანდა“ მომავალშიც მზად არის სიამოვნებით დაეხმაროს დაზარალებულთა ოჯახებს და პატარები ასეთი დაუვიწყარი დღეებით გაახაროს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ პიცერია „პიცა მანია“-ს გვერდში დგომისათვის“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი გიგა ქერქაძე.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.