მეტეხის ხიდთან დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მეტეხის ხიდთან დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გაცნობებთ, რომ მეტეხის ხიდის მიმდებარედ, გორგასლის ქუჩა N1-თან ავარიულად დაზიანდა წყალსადენის 300 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი, რის გამოც ამ დროისთვის აბონოთუბნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეზღუდული.

დაზიანების ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სადიაგნოსტიკო და საავარიო ბრიგადები. მიმდინარეობს ავარიის ხარისხის დადგენა, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები. წყლის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვს გორგასლის ქუჩის მცირე ნაწილს, ასევე, აბანოსა და ახუნდოვის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.