კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, 13 ივნისიდან დღემდე, გაძლიერებულ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენის ქსელების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

ამ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, წყნეთის ქუჩაზე დაზიანებულ 900 მმ-იან საკანალიზაციო კოლექტორზე. დაზიანებული ქსელის ნაცვლად მოეწყო 140 მეტრი სიგრძის დროებითი საკანალიზაციო ქსელი.  ამჟამად, კედლებიდან გამომავალი წყლის ნაკადები საფრთხეს აღარ უქმნის ადგილზე მოწყობილ დამბას.  საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელი საბოლოო სახით აღდგება.

დღეის მდგომარეობით, ასევე, აღდგენილია, სტიქიის მიერ დაზიანებული 5 მაგისტრალური მილდენი, ასევე ლიკვიდირებულია 200-ზე მეტი საშუალო და მცირე დაზიანება. აღდგენლია მდ. ვერეს ხეობაში გამავალი 500 მმ-იანი წყალდენი, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 900 მმ-იანი წყალდენი და მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული 500 მმ-იანი საკანალიზაციო ქსელი. 

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და ლაბორატორიის სპეციალისტები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას, თბილისის სხვადასხვა უბანში, დღესაც განაგრძობენ. თითოეული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის შემდეგ, ხდება სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება წყალი მოსახლეობას. წყლის ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩაერთვება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.

რომ არა  სისტემის მუდმივი რეაბილიტაცია დედაქალაქში - რასაც კომპანია, ყოველწლიურად, საკუთარი და მოზიდული რესურსით ახორციელებს, ასეთი ძლიერი სტიქიური მოვლენების შემდეგ, რთული იქნებოდა სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება.