მესამე ქართველის კონცეფციის ლოგიკურად გამართვა, რაც ნიშნავს ისტორიულ მოვლენათა განვითრებაში ქართული სამეულის წევრთა რიგით წარმოდგენილი ტენდენციის იდენტიფიკაციას, მოითხოვს სტალინის და ლავრენტი ბერიას ფუნქციურ სტატუსთა ურთიერთმიმართების შემდგომ დაზუსტებას.
ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის განვითარებამ, რაც, როგორც აღინიშნა, 1943 წლიდან მის შეუქცევად გლობალიზაციაში გადაიზარდა, სტალინთან, როგორც ამ პროცესის ინიციატორთან და პერსონიფიკაციასთან, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ერების მდგომარეობის არსებითი ასპექტის ასოცირების საფუძველი შექმნა. 1938 წელს დაწყებული დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა უნდა გაგრძელებულიყო 1957 წლამდე, ამდენად სტალინის მიერ ინიციირებულ მოვლენათა გავლენა ამ ცივილიზაციაზე მასში ქართველი ერის ინტეგრაციის პროცესის გამოხატულებად (პავლე ციციანოვის ანალოგიური ფუნქციური სტატუსის რეაქტუალიზაციად) შეიძლებოდა ქცეულიყო, მიუხედავად იმისა, რომ 1948 წლიდან ეგეოსურ ცივილიზაციაშიც, მისი მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომით, აღდგენილი იყო მართვის მანიის კლასის ერის აქტუალობა.
ერთი შეხედვით, სტალინის ამ შესაძლებლობის რეალიზაციისკენ გადახრის, ანუ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ფენომენად მისი თვითაქტუალიზაციის ტენდენციის მაჩვენებელია ის გარემოება, რომ მან ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომას უპასუხა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის არა ლიკვიდაციის არამედ მისი მოდერნიზაციის, ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის (სსრკ-ს აქტივების ინტენსივობითი განაწილების ინიციატივის) ფონურ ფაქტორად მისი შენარჩუნების და, ამასთანავე, “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის” (იხ. ქვემოთ) აქტუალიზაციის მცდელობით, როგორც მოითხოვდა ამას დასავლეთევროპული ცივილიზაციის აღნიშნული ფაზის მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი გზით – ამ ცივილიზაციის გაფართოებით ანუ ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალობის შენარჩუნებით – რეალიზაცია.
“ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის” აქტუალიზაციის მცდელობის გამომხატველია ამერიკული დოლარის ალტერნატიული საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის და ალტერნატიული საერთაშორისო ბაზრის შექმნის სტალინური ინიციატივა, რომელსაც 1952 წლის აპრილში მოსკოვში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიეძღვნა და, რომელსაც ჩინეთის, იუგოსლავიის და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების გარდა მხარს უჭერდნენ: ირანი, ეთიოპია, მექსიკა, არგენტინა, ურუგვაი, ინდონეზია, და რომლის მიმართაც ინტერესი გამოავლინეს (მოსკოვის ფორუმზე დამკვირვებლები გამოგზავნეს) მარშალის გეგმის უარმყოფელმა ქვეყნებმა: შვეციამ, ავსტრიამ, ფინეთმა, ირლანდიამ და ისლანდიამ.
მაგრამ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი სტალინის ფენომენის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ადაპტაციის ტენდენციის შემდგარ ფაქტად აღიარებისთვის, რადგან ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომისას ცრომის მანიის და ფორმის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალიზაცია თვით ეგეოსურ ცივილიზაციის თანადროული მდგომარეობითაც შეიძლება აიხსნას.
კერძოდ, ამ ცივილიზაციის გლობალიზაცია და მისი მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის ქრონოლოგიურად 1928 – 1947 წლების შუალედში ლოკალიზაციით დაფიქსირებული ფაქტი, ფაზების ხანგრძლივობის, უკვე, ამ ცივილიზაციშიც ოც წლამდე შემცირებისა, “ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის” გარდაქმნის – ოთხივე ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების ფენომენების (უმაღლეს რეალიზაციაში ერთა ოთხივე თვისებრივი ტიპის წარმომადგენლების სახით) სინქრონული თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფის – პრობლემის აქტუალიზაციის პირობაა, რასაც ადექვატურად პასუხობს სტალინის თანადროული ინიციატივები:
– ფორმის მანიის ეფქტის საბჭოთა ფენომენის აქტუალობის შენარჩუნებით სტალინი ინარჩუნებდა ეგეოსური ცივილიზაციის წინა ფაზაში აქტუალურ თავის ფუნქციურ სტატუსს – პერსონიფიკაცია ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, – ცხრომის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის რეალიზაციის ინიციირებით კი ივითარებდა ახალ, დამატებით ფუნქციურ სტატუსს, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით; ხოლო, სსრკ-ს აქტივების მის მოქალაქეებზე თანაბრად განაწილების სტალინური იდეა, როგორც რუსი ერის ფარგლებს გაცილებული ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის ინიციირების მცდელობა, მისი საწყისი ფუნქციური სტატუსის – მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაცია – განახლებულად (მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის გადამფარავი ძლვის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის დაფიქსირება) რეაქტუალიზაციის მცდელობის გამომხატველია; ამდენად, თუმცა, ამ უკანასკნელი ასპექტის პერსონიფიკაციის ფუნქციურ სტატუსს, ამჯერად, ის ლავრენტი ბერიასთან (სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ორგანიზატორთან) იზიარებდა, სტალინი დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ოთხივე ასპექტით, მხოლოდ, ფსიქიკურ სტიქიათა კასტური ეფექტების ფენომენების დონეზე ინსტიტუციონალიზაციით, აქტუალიზაციის პერსონიფიკაციადაც შეიძლება დავასახელოთ. შევნიშნავთ, რომ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის აქტუალიზაციის მცდელობაში დასავლეთევროპული ცივილიზაციისგან დარჩენილი ცხროის მანიის კლასის ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი ერების იგნორირების ფაქტი, სტალინთან ასოცირებულ, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის ფაქტის, საკუთრივ, ეგეოსური ცივილიზაციის მოვლენად იდენტიფიკაციას ეთანხმება.
სტალინის ფენომენის ეს ასპექტი განსაზღვრა მის მიერ საბჭოთა იმპერიის მსოფლიო პროცესებზე გავლენის გატარების საშუალებად გამოყენების შესაძლებლობამ. ლავრენტი ბერიამ კი მისი ფუნქციური სტატუსის რეალიზაციას საბჭოთა იმპერიის სტალინთან ასოცირებულობის პირობებში მიაღწია და, ამდენად, ის ამ მექანიზმის ლიკვიდაციას, რაც სავსებით შეესაბამებოდა ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზას, თვითრეალიზაციის (საკუთარი სტატუსის აქტუალიზაციის) პრობლემად ვერ დააფიქსირებდა.
ლავრენტი ბერიას ხსენებული ინიციატივების ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ნიველირებისკენ მიმართულობა არ ნიშნავს მის ფენომენში ეგეოსური ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობის ნიველირებას. პირიქით, ლავრენტი ბერიას ინიციატივები აღნიშნული გარდაქმნის აქტუალობის უფრო გაღრმავებულ გამოხატულებებს წარმოადგენენ. ამის დამადასტურებელია გერმანიის საკითხში მისი პოზიციაც.
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი ერის – დედამიწის ნოოსფეროში ერთა ფორმის მანიის კლასის მაშინდელი გამოკვეთილი ლიდერის, უკვე, ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტად აღორძინება ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციაში ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის სრულიად ნიველირების შესაძლებლობას უზრუნველყოფდა, ამ ფენომენის, მაინც, კასტურობის და, მისი მდგრადობის რესურსად წარმოდგენილ ერებთან შედარებით, გერმანელი ერის ნოოფილოგენეზური დაწინაურებულობის გათვალისწინებით. სწორედ, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის დაშლის მცდელობა განასხვავებს ლავრენტი ბერიას სტალინისაგან.
ერთი შეხედვით, გერმანიის საკითხში ლავრენტი ბერიას პოზიციის ანალოგიური მნიშვნელობისად ჩანს სტალინის პოზიცია ისრაელის სახელმწიფოს დაარსების საკითხში: მისი გადამწყვეტი გავლენა ამ წარმონაქმნის სტაბილიზაციაზე გამოხატული როგორც ამ საკითხზე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევაში მისი მნიშვნელოვანი წვლილით, ასევე, სამხედრო დახმარებით (ებრაელებსთვის იარაღის მიწოდება ჩეხეთ-სლოვაკეთის შუამავლობით) რითაც ებრაელ-არაბთა პირველ ომში ისრაელის სახელმწიფოს სტაბილიზაცია უზრუნველყო: ეს მოვლენა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ერთ-ერთი აუცილებელი ასპექტის რეალზაციის – ერთა ფორმის მანიის კლასის წარმომადგენლების ექსკლუზიური ტერიტორიებით უზრუნველყოფის პრეცენდენტის შექმნის – მცდელობად შეიძლება შეფასდეს, როგორც გერმანიის საკითხში ლავრენტი ბერიას პოზიცია, მაგრამ სტალინის ეს ინიციატივა, თუმცა კი აღნიშნული პრობლემის აქტუალობის შედეგად გახდა რეზონანსული, მოტივირებული იყო ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ფორმის მანიის კალსის ებრაელ ერთან ასოცირების შესაძლებლობის ჩაშლის ანუ სტალინის მიერ საბჭოეთზე ერთპიროვნული კონტროლის შენარჩუნების პრობლემით:
– ისრაელის სახელმწიფოს შექმნით ებრაელებს სხვა ქვეყნის წარმომადგენელ პირთა სტატუსი მიენიჭათ და დაკარგეს საბჭოეთში პოლიტიკური ინიციატივის დაუფლების შესაძლებლობა და საამისოდ ერთობლივი მოქმედების მოტივი.
ამგვარი მდგომარეობიდან ქართველების და თავად საკუთარი თავის გამოსაყვანად სტალინმა, რევოლუციის ერთ ქვეყანაში გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ ლენინური კონცეფციის – რომელსაც ემხრობოდა – საპირისპირო ლევ ტროცკის კონცეფციის შესაბამისად, საქართველოში რუსეთიდან რევოლუციის ექსპოტრის კამპანიის ინიციატორადაც კი წარმოაჩინა საკუთარი თავი (თუმცა, როგორც ავტორის ამ თემისადმი მიძღვნილ წერილშია ნაჩვენები, ეს იყო მხოლოდ იმიტაცია ამ სტატუსისა); ის, იმგვარივე მდგომარეობაში ქართველების და პირადად მისი ჩავარდნის ასაცილებლად, მხარს უჭერდა საბჭოეთის უნიტარული მოწყობის იდეას, – საბჭოთა სახელმწიფოში მოქცეულ ერთათვის მხოლოდ კულტურული ავტონომიის მინიჭებას – მაგრამ 1930-იან წლებში, როდესაც ერთპიროვნული ხელისუფლება მოიპოვა, კონსტიტუციის შეცვლით ოთხიდან თორმეტამდე (საბოლოოდ – თხუთმეტამდე) გაზარდა მოკავშირე რესპუბლიკების რიცხვი, რითაც შენიღბულჰყო ქართული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური გამოკერძოების ინიციირების ფაქტი. ე.ი. აქაც ფორმის მანიის კლასის ერების (უკრაინელები, არმენიელები, აზერბაიჯანელები, უზბეკები და აშ.) სახელმწიფოებრიობის აღორძინების ინიციირებას ეძებნება მეორე (ფორმის მანიის კლასის ერების ექსკლუზიური ტერიტორიებით უზრუნველყოფის მცდელობისგან განსხვავებული) მოტივაცია.
მოტივაციის ირიბი ეფექტურობის ანალოგიურ შემთხვევად შეიძლება დავასახელოთ ამერკის პრეზიდენტის, ერთა ლიგის შექმნის ინიციატორის, ტომას ვუდრო უილსონის ინიციატივა ერთა თვითგამორკვევის შესახებ, რომელიც, ასევე, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის საფუძველზე გახდა რეზონანსული, თუმცა ევროპელ ერთა კოლონიური იმპერიების რღვევით ამერიკელი ერისთვის ახალი გასაქანის გახსნას ისახავდა მიზნად (მართლაც, მოკლე ხანში, ევროპელი ერების ადგილი მათ ყოფილ კოლონიებსა და პროტექტორატებში მეტწილად ამერიკელმა ერმა დაიჭირა).
იგივე ითქმის სტალინის მიერ არჩეული სტრატეგიის წყალობით, ჩინეთის, მის თანამედროვე საზღვრებში, უკვე, ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის კლასის ერად რეკონსოლიდაციის მოვლენაზე: ამ შემთხვევაში სტალინი მოტივირებული იყო არა ფორმის მანიის კლასის ჩინელი ერის ექსკლუზიური ტერიტორიით უზრუნველყოფის პრობლემით, თუმცა ამ მოვლენის მთავარ შედეგად, სწორედ, ეს ფაქტი დაფიქსირდა, არამედ ეგეოსური ცივილიზაციის ექსპანსიის გაღრმავების, აღმოსავლეთ აზიაზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის აღკვეთის ამოცანით.
ამ მოვლენას აღმოაჩნდა სხვა შედეგიც, რომლიც თავს იჩენს გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (2008 – 2027 წწ.): ჩინელი ერის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობის მასშტაბი დედამიწის ნოოსფეროს სტრუქტურიზაციაში ახალი მასშტაბის აქტუალიზაციის ფაქტორად იკვეთება, როგორც ერთა ფორმის მანიის კლასის წარმომადგენლების ფენომენური მასშტაბით ჩინელ ერთან გათანაბრებისკენ მისწრაფების მაინიციირებელი გარემოება. რაც მაგ.: შავი აფრიკის კონსოლიდაციის, არაბული სამყაროს რეკონსოლიდაციის, ირანული სამყაროს რეკონსოლიდაციის, თურქული სამყაროს კონსოლიდაციის, ლათინური ამერიკის კონსოლიდაციის, გერმანელი ერის გარშემო ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლოდაციის პროცესების ინტენსიფიკაციაში იპოვის გამოხატულებას, ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში.
ამრიგად, სტალინის და ლავრენტი ბერიას ურთიერთმიმართება შეიძლება შემდეგი სახით წარმოვადგინოთ:
სტალინი – პერსონიფიკაცია: 1) დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების აქტისა და მის სტრუქტურიზაციაში ახალი მასშტაბის აქტუალიზაციისა; 2) დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციისა, მხოლოდ, ფსიქიკურ სტიქიათა კასტური ეფექტების ფენომენების დონეზე ინსტიტუციონალიზაციის მცდელობით (თუმცა ერების დონეზეც რეალიზაციის ფაქტებით); 3) სციენტოკრატიზაციის ტენდენციის აქტუალიზაციისა, რაც კომპარტიის მეცნიერული აღზდის ისტიტუტად ჩამოყალიბების სტალინურ იდეაშია ასახული;
ლავრენტი ბერია – პერსონიფიკაცია: 1) დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციისა, უკვე, ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების უმაღლესი რეალიზაციების – ერების – დონეზე ინსტიტუციონალიზაციის მცდელობით; 2) სციენტოკრატიის ეპოქაში გადასვლის ტენდენციის სტაბილიზაციისა, რაც, საბჭოეთში, სპეცკომიტეტის სახით, მეცნიერების მაორგანიზებელი ინსტიტუტის დომინანტიზაციის ფაქტშია ასახული.
გარდა გერმანიის საკითხზე მისი პოზიციისა და ამერიკელ ერთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდდგენა-გაღრმავების მომხრეობისა, ამას ადასტურებს ლავრენტი ბერიას ინიციატივით და გავლენით, ქართველი ერის აქტუალიზაციის შეზღუდვის მოხსნის (1950 წლების დასაწყისში სტალინის მიერ ინიციირებული რეპრესიების შედეგების ლიკვიდაციის) ფაქტიც, გამოხატული პოლიტრეპრესირებულთა მასობრივი განთავისუფლების კამპანიის ინიციირებაში, რაც ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციისთანავე აღიკვეთა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ლავრენტი ბერიას ფუნქციური სტატუსი შეიცავს ერთ ასპექტსაც, რომელიც დედამიწის ნოოსფეროში საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის მოხსნის პრობლემის აქტუალიზაციაში მდგომარეობს. დედამიწის ნოოსფეროს მდგომარეობის ამ ახალი ასპექტის სტაბილიზაციას და გაღრმავებას ხელი შეუშალა დასავლეთის სამყაროში – ცხრომის მანიის კლასის ერების დომინირების არეში – განვითარებულმა მოვლენებმა.
1949 წელს ნატოს სამხედრო ბლოკის შექმნით – ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული, მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადო ძლევის მანიის კასტური ეფექტის ინსტიტუციონალიზაციით – დაფიქსირდა ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის და დასავლეთევროპული ცივილიზაციის მთელი ყოფილი შემადგენლობის, მათ შორის ცხრომის მანიის კლასის ფრანგი და ინგლისელი ერების, ეგეოსურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ფაქტი (თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთევროპული ცივილიზაციის არსებობის გარკვეული, ინერციული გამოხატულებები 1979 წლამდე – ირანის და სომალის ისლამურ რევოლუციებამდე – იჩენდნენ თავს). ამით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ყოფილ წევრ ერებს ჰქონდათ ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის პრობლემის აქტუალიზაციაზე ინსტიტუციონალიზაციური რეაქციის გარკვეული (თუმცა კი გაუცნობიერებელი, სხვაგვარად მოტოვირებული) გამოცდილება, რაც არის ერთა ლიგის დაარსებასთან დაკავშირებულ მოვლენათა არსი, და მათ, ამ გამოცდილების შესაბამისად, გაიზიარეს კიდეც ეგეოსურ ცივილიზაციაში ამგვარივე პრობლემის აქტუალიზაციის საპასუხო სტალინური ინიციატივა, რაც გაეროს შექმნაში აისახა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც, ცხრომის მანიის კლასის მოწნავე ერებმა ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის (საბოლოო სახით – ნატოს სამხედრო ორგანიზაციის) ფუნქციას დაუქვემდებარეს თავისი მოქმედება და, შედეგად, ამ ცივილიზაციაში, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ცხრომის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის აქტუალიზაციაში ინიციატივა დაუთმეს “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენს”, რომელმაც, როგორც საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მოქმედების ხელშემწყობმა ფაქტორმა, დიდად შეაფერხა ეს პროცესი.
“ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენი” ჩამოყალიბდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზაში, ვაჭართა ოლიგარქიებისა და ხელოსან-მეწარმეთა ამქრების ამ ცივილიზაციაში გლობალური კონგლომერაციის სახით. თავისუფალ ქვისმთლელთა კავშირების ბაზაზე წარმოშობილი, მასონური მოძრაობა მის კერძო ასპექტს წარმოადგენს. აღნიშნული ფენომენი, საწყის ეტაპზე ორმაგი ეფექტის დასავლეთევროპული ფენომენიდან ცხრომის მანიის კლასის ერთა გამოკერძოება-ჩამოყალიბების მაინიციირებელი ფაქტორთაგანის როლს ასრულებდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც, ის, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის ეფექტის ალტერნატიულ, გლობალურ კასტურ რეალიზაციად დარჩა, “კულისებს მიღმა” მოქმედ გასაიდუმლოებულ არალეგალურ ტრანსნაციონალურ ფინანსურ-პოლიტიკურ ორგანიზაციათა კონგლომერატის სახით, რომლის ლეგალიზებული სამოქმედო მექანიზმია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ტრანსნაციონალური კორპორაციები და, ხშირად, თვით ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერის – ამერიკელი ერის – სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები.
არსებობს ვერსია ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციის აქტის, სწორედ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენისგან ინიციირებისა (სერგეი გორიანოვის და არსენ მარტიროსიანის მიხედვით – იხ. КАЛАШНИКОВ М. ИННОВАЦИОННАЯ ОПРИЧНИНА ЛАВРЕНТИЯ БЕРИИ). ამ ვერსიის მიხედვით ლავრენტი ბერია მოკლულ იქნა თავის აგარაკზე 1953 წლის 26 ივნისს: შემსრულებელი – სერგეი კრუგლოვი – ლავრენტი ბერიას პირველი მოადგილე უშიშროების და შინაგან საქმეთა გაერთიანებულ სამინისტროში; შუამავალი – მაისკი ვ. (იგივე ივან მიხაილისძე ლიახოვეცკი – ყველა სტალინურ რეპრესიას უვნებლად “გადარჩენილი”, დენიკინის მთავრობის ყოფილი წევრი) – სტალინის მიერ დასავლური სამყაროს “კულისებს მიღმა” მოქმედ ელიტარულ ფინასურ-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კონტაქტისთვის შერჩეული პირი. იგულისხმება, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა და პარტიულ ფუნქციონერთა მასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა ისარგებლა ამ მოვლენის შედეგებით, აღნიშნულ გარეგან ძალასთან თანამშრომლობის საფუძველზე. ლავრენტი ბერიას სახელის დისკრედიტაციის კამპანია, რაშიც მისი ორეულის გასამრთლების ფარსიც იგულისხმება, მასთან ასოცირებული ალტერნატივის შეუქცევადი დეზაქტუალიზაციის მცდელობაა (თუმცა ეს მოხერხდა მხოლოდ დროებით).
იგივე მექანიზმი (ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის სოლიდარობა) სატალინის წინააღმდეგაც უნდა ყოფილიყო მიმართული:
– მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნების სათანადო ალტერნატივას განასახიერებდა, სტალინი, მის ფუნქციური სტატუსის შესაბამისად, ხელს არ უშლიდა ლავრენტი ბერიას აღნიშნული ფინქციური სტატუსის აქტუალიზაციას (ორის თანამმართველობის დამყარების ტენდენცია, ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის ხელშემწყობი და, ამდენად, ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზის სათანადო ფაქტორი), რაც შეიძლება იყოს მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი (ან მოწინააღმდეგეებს, უბრალოდ, გაუმართლათ); არსებობს ნიკიტა ხრუშჩოვის გამონათქვამებზე დამყარებული ვერსია, იმის შესახებ, რომ ლავრენტი ბერია სტალინის სიკვდილში პარტიული ელიტის წევრების ბრალეულობის სამხილების გამოყენებით ახდენდა მათზე ზეწოლას, ცდილობდა მათს გაკონტროლებას.
ის ფაქტი, რომ პროგრესულობის მიუხედავად ლავრენტი ბერიას ინიციატივების ჩაშლა მოხერხდა აიხსნება მსოფლიოს თანადროული მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის მეცნიერული ცოდნის უკმარისობით და ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის მეცნიერული პროგრამის არარსებობით: დიმიტრი უზნაძე, მეცნიერი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო ამ დეფიციტის შევსება, 1950 წელს გარდაიცვალა.
გარდა ამისა, იმჟამად მსოფლიოში არ იყო ჩამოყალიბებული ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის რეალიზაციისთვის აუცილებელი კიდევ ერთი წინაპირობაგანი – ინფორმაციის მისი მატარებლისგან დამოუკიდებლად გადაცემის უზრუნველმყოფელი ინფრასტრუქტურა – ცივილიზაციური ფაზათა ცვლის ადამიანთა მასების გადაადგილების გარეშე რეალიზაციის შესაძლებელმყოფელი ფაქტორი. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ტერმინოლოგიით – ეგეოსური ცივილიზაცია არ იყო “ინფორმაციული ცივილიზაციის” (ინფორმაციული ნოოცენოზის) მდგომარეობამდე განვითარებული.
ამ გარემოებებმა განსაზღვრეს ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის და საბჭოეთის გარედან მოქმედი, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის წინააღმდეგობის ეფექტურობა:
– ბერია-მალენკოვის კავშირით წარმოდგენილი ქართველი და რუსი ერების ერთობლივად აქტუალიზებულობის სტაბილიზაციის მცდელობა დაითრგუნა; ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენი გადარჩა და, 1956 წელს, ვარშავის ბლოკის სახით, გაფართოებისკენ მიდრეკილ, ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენად ჩამოყალიბდა, რომლის პერსონიფიკაციადაც წარმოგვიდგება ნიკიტა ხრუშჩოვი, როგორც ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის წარმომადგენელი (რასაც ადასტურებს მის მიერ ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის ფაქტი); ძლევის მანიის კლასის რუს ერს მის გაფართოების სუბიექტ-ფაქტორად მიეცა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, რამაც მართვის მანიის კლასის ქართველი ერის ფუნქციის ნიველირების ტენდენციის განვითარება განაპირობა. ამ მოვლენის პერსონიფიცირებული წარმოდგენაა ლავრენტი ბერიას დამხობა.
ამრიგად, სტალინის ფენომენით პერსონიფიცირებული მოვლენების შედეგად დედამიწის ნოოსფეროში ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილ ლიდერად დაწინაურებული, ქართველი ერის შემდგომი თვითრეალიზაციის მცდელობა, ასახული ლავრენტი ბერიას ინიციატივებში, დედამიწის ნოოსფროს საამისოდ არამზაობის პირობებში ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის და ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის წინააღმდეგობის ეფექტურობამ მისი არსებობისთვის რეალური საფრთხის აქტუალიზაციის სიტუაციაში გადაიზარდა. ქართველმა ერმა მოახერხა ამ სიტუაციიდან გამოსვლა, რაც, როგორც ვნახავთ, ედუარდ შევარდნაძის სახით პერსონიფიცირებულ მოვლენებშია ასახული. მომდევნო ნაწილში უშუალოდ ამ მოვლენების განხილვას შევუდგებით. გავარკვევთ სამეულის პირველ ორ წევრთან ედუარდ შევარდნაძის მიმართების საკითხს.