პიცა, ცეზარი, სუში, ხინკალი,მწვადი, სტეიკი, სპაგეტი, დონატი, ტირამისუ.. ერთ სივრცეში
საქართველოში ეროვნულის გარდა დიდი მოწონებით სარგებლობს მსოფლიო სამზარეულო, ქართველებს უყვართ იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული და რაც მთავარია ქართული სამზარეულო, ერთი სიტყვით, ისინი უარს არ ამბობს ექსპერიმენტებზე.
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა როდესაც რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ფუდპანდაზე ყოველთვის ჭამის დროა, ასე რომ ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.
გიყვართ მრავალფეროვნება? მსუბუქი სალათები, სტეიკი, სპაგეტი სხვადასხვა სოუსით, პიცა, ტოსტები, კრეპები, ცეზარი, სუში, ხინკალი,მწვადი, დონატი, ტირამისუ.. .
ფუდპანდა გამორჩეული დესერტებისა და კერძების ფართო ასორტიმენტსა და არჩევნას გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ცნობილ რესტორნებში და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რესტორანებს, რომლებიც მრავალფეროვან კერძებს გვთავაზობენ. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება. ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული სამზარეულო. ფუდპანდა კი მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიააა, “ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე
გთავაზობთ ყველასთვის საყვარელი. მსოფლიოს ყველაზე ყველაზე პოპულარული კერძის - ცეზარის ისტორიასა და რეცეპტს
დიდი ხნის წინ, შორეულ 1896 წელს იტალიაში ლაგო მაჯიორეს სიახლოვეს ერთი ბიჭი დაიბადა - სახელად ცეზარი. იგი რა თქმა უნდა, გაიუს იულიუსი არ ყოფილა და მოკრძალებულ გვარ კარდინის ატარებდა, მაგრამ ბიჭუნა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თავის ძმასთან ერთად ამერიკაში ბედის საძიებლად გაემგზავრა და მალე პატარა სასტუმრო და რესტორანი „Ceasar’s Palace“ გახსნა. კარდინის სასტუმრო შეერთებულ შტატებში კი არა, ზედ სახელმწიფოს საზღვართან მექსიკის ტერიტორიაზე, სან-დიეგოდან ოცი კილომეტრის მოშორებით, პატარა ქალაქ ტიხუანაში მდებარეობდა, რაც „მშრალი კანონის“ გვერდის ავლით ბიზნესის საწარმოებლად საკმაოდ მომგებიანი გახლდათ. ალკოჰოლს დანატრებული მსუყეჯიბიანი ამერიკელები დასალევად მექსიკაში გადასეირნებას არ იზარებდნენ და ცეზარის დაწესებულებაც ყვაოდა.
ერთხელაც, კონკრეტულად კი 1924 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კარდინის რესტორანში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი - რომლებმაც, კარგად გამოთრობისა და გვარიანი მოლხენის სურვილით მიაშურეს. ალკოჰოლის პრობლემა „Ceasar’s Palace“-ში მართლაც არ იყო, მაგრამ მისატანებელი კი გაუთავდათ: დღის ბოლოსთვის საწყობში პროდუქტის მარაგი გამოილია, ახლო-მახლო მაღაზიები კი დაკეტილი აღმოჩნდა. რესტორნის სამზარეულოში მხოლოდ კვერცხი, ზეითუნის ზეთი, სალათი რომანის ფოთლები, თეთრი პური, ვორჩესტერის სოუსი, ყველი პარმეზანი და ნიორიღა დარჩენილიყო. თავისი დაუდევრობა რომ გამოესწორებინა, გონებაგამჭრიახმა ცეზარ კარდინიმ რაც კი ხელში მოხვდა ყველაფერი ერთმანეთში აურია და თავის სტუმრებს მანამდე არნახული კერძი მიართვა. ასე დააგემოვნეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა სალათა, რომელმაც მალე გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა, ავტორის სახელი დაერქვა და მთელ მსოფლიოს მოედო.
სალათა ცეზარი
მასალა: 2 ნაჭერი პური, 200 გრ. მწვანე სალათის ფოთლები, 2 ს.კ. გახეხილი ყველი, 2 კვერცხის გული, 1 კბილი ნიორი, 4 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, კამა,პილპილი და მარილი გემოვნებით, სალათის ფოთლები დაკეპეთ და დაუმატეთ გახეხილი ყველი, მარილი, ლიმონის წვენი და ორი სუფრის კოვზი ზეთი., პური დაჭერით პატარა კუბიკებად და შეწვით დაჭრილ ნიორთან ერთად დარჩენილ ზეთში დაბალ ცეცხლზე. შემწვარი პურის ნაჭრები გადმოიღეთ და მაშინვე დაასხით ათქვეფილი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და გააცივეთ.
ერთმანეთს შეურიეთ ყველა მომზადებული კომპონენტი და გააფორმეთ მწვანილით.
გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.