საერთაშორისო ურთიერთობების პერსპექტივებზე მსჯელობისას მეტად საყურადღებოა ამერიკელი პოლიტოლოგის სემიუელჰანტინგტონის თეორია, რომელიც მან ჩამოაყალიბა 1993 წელს გამოცემულ თავის ცნობილ სტატიაში “ცივილიზაციათა შეჯახება”. იგი დაუპირისპირდა ასევე ამერიკელ მეცნიერს ფუკოიამას, რომელიც ანვითარებდა იმ შეხედულებებს, რომ სსრკ-ს დაშლისა და “ცივი ომის” დასრულების შემდგომ მსოფლიო დემოკრატიზაციის პროცესს წინ ვერავინ დაუდგებოდა და ლიბერალური დემოკრატია მსოფლიო მასშტაბით გაიმარჯვებდა, რაც კაცობრიობას ნაციონალური კონფლიქტებისა და ომებისგან გაათავისუფლებდა. ეს კი საბოლოოდ საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური რეალიზმის პოზიციების შევიწროებასა და სრულ დავიწყებას გამოიწვევდა.
ჰანტინგტონმა თავის ნაშრომში სულ სხვა პროგნოზები წარმოადგინა. მისი აზრით, ამიერიდან კონფლიქტების მთავარი წყარო იდეოლოგიური და ეკონომიკური ხასიათისა კი არ იქნება, არამედ თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებაში არსებული კულტურული განსხვავებანი და ამის ნიადაგზე მსოფლო კონფლიქტები სხვადასხვა ცივილიზაციის ქვეყნებსა და მათ დაჯგუფებებს შორის მოხდება. ამიტომ სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის საზღვრები მომავალი დაპირისპირებების “ფრონტის ხაზები” იქნება.
ჰანტიგტონისათვის ცივილიზაცია არის კულტურული ერთიანობა და იგი წარმოადგენს კულტურული თვითშეგნების, თვითიდენტიფიცირების ზოგად დონეს, რომლის იქით ადამიანი სხვა სულდგმულისგან არ განსხვავდება. ეს კულტურული ერთიანობა ხასიათდება საერთო ობიექტური ნიშნებით, ესენია: ენა, ისტორია, რელიგია, ჩვევები და ტრადიციები, ინსტიტუტები და ადამიანების სუბიექტური თვითიდენტიფიცირება. სხვათა შორის, აქ უპრიანია გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას ფრთიანი გამონათქვამი: “მხოლოდ ცხოველს არა აქვს სამშობლო”.
ჰანტინგტონის კონცეფციით დღეს შეიძლება გამოვყოთ 7-8 ცივილიზაცია, რომლებიც მსოფლიოს მომავალი განვითარების ხასიათს განსაზღვრავენ. ესენია: დასავლური, კონფუციანური, ინდუისტური, სლავურ-მართლმადიდებლური, იაპონური, ისლამური, ლათინურამერიკული და, შესაძლოა, აფრიკული. ყველა დიდი კონფლიქტი ჰანტინგტონის ვარაუდით ამ ცივილაზაციათა მიჯნებზე მოხდება, რომლებიც მათ ერთმანეთისგან გამოყოფს.
ჩემი აზრით, ორი კონფლიქტი, რომლებსაც ცივილიზაციათა შორის ჭიდილის ნიშნები გააჩნია, კავკასიაშიც მიმდინარეობს. ერთია ჩრდილო კავკასიაში რუსეთსა და ჩრდილო კავკასიელებს შორის, რომელსაც ამ ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლის გარდა ისლამურ რელიგიასა და სლავურ მართლამადიდებლობას შორის დაპირისპირების ხასიათიც აქვს. ვისაც ეს სიტყვები გააღიაზიანებს, კარგად ჩაწვდეს ისლამის მიმდინარეობის ვაჰაბიზმის იდეოლოგიის არსს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული აღნიშნულ რეგიონში და დასკვნები მერე გამოიტანოს.
მეორე კონფლიქტი საქართველოში დასავლეთსა და ქართულ მართლმადიდებლობას შორის არის გაჩაღებული, სადაც საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ავანგარდის სახით გვევლინება და თავისთავად მის მსოფლმხედველობას ატარებს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახებ, რაც კიდევ უფრო ნათელი გახდებოდა ამ ქვეყანაში მოსახლეობის განწყობის სამართლიანი აღნუსხვის პირობები რომ ყოფილიყო. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი - ქართული ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ქართველი ხალხის უმრავლესობა ნამდვილად ვერ იქნება დასავლური ცივილიზაციის მიერ შემოგდებული ისეთი ლიბერალური ეკონომიკური თეორიის მომხრე, რომლის საფუძველზეც ქართულ ეთნოსს საარსებო სივრცეს, მიწა-წყალს ართმევენ და უცხოელებზე ჰყიდიან. ვერც ისეთი ვითომცდა სეკულარული სახელმწიფო წყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის მხარდამჭერი იქნება, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია საერთოდ ჩამოშორებულია საერო ცხოვრებას, ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საკითხს და წართმეული აქვს ერის სულიერ-ზნეობრივ ცხოვრებაში თავისი კეთილშობილური მისიის შესრულების უფლება.
სამაგიეროდ, აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული და ზნეობრივი მსოფლმხედველობისგან დაშორებული ახალი მენტალიტეტის მქონე საზოგადოების შექმნა, რომლისთვისაც მთავარი უნდა იყოს ადამიანის ეგოისტური ქვენაგრძნობებისათვის თავისუფლების ასპარეზის მიცემა, არაბუნებრივი გადახრების -ჰომოსექსუალიზმისა და სხვა ჰედონისტური ცოდვების პოპულირება და მათ მიმდევართა უფლებების განსაკუთრებული დაცვა.
ქართული ეთნოფსიქოლოგიის მატარებელი საზოგადოება შინაგანად გრძნობს, რომ ეს არის მისი ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებითი ორიენტაციის დასუსტებისა და გაქრობისაკენ მიმართული აგრესიული ქმედებები, რომელიც, საერთო ჯამში, ქართველი ხალხისათვის მატერიალური და სულიერი საყრდენების გამოცლითა და ქვეყნის დემოგრაფიული შემადგენლობის არსებითი ცვლილებებით ეროვნული სახელმწიფოებრიობის განადგურებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საქმიანობით ნაცხელისუფლება სწორედ ამ გეგმების მქონე დასავლურ გლობალისტურ ძალებს ემსახურება. ქართველი ხალხის რეალური განწყობების ნათელი დადასტურება იყო ბათუმსა და თბილისში ჰომოსექსუალისტთა აღლუმების წინააღმდეგ საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესების დაცვისათვის მრავალ ათეულ ათასიანი მსვლელობები.
ამგვარ პოლიტიკურ არეალში, ცივილიზაციათა გზაგასაყარზე სააკაშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის შესახებ სრულიად არაადეკვატურ და ულოგიკო იდეას გვთავაზობს. “ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება... ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები და ამიტომ აზერბაიჯანისთვის მტკივნეული საკითხი არის მტკივნეული საქართველოსთვის”- აცხადებს სააკაშვილი და სრულიად ივიწყებს 1918 წლის ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის გამოცდილებას, რომელმაც სულ რაღაც ორ თვეში შეწყვიტა არსებობა, რადგან მასში შემავალ ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკას სულ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნები, ამოცანები და ორიენტაცია გააჩნდათ. მას შემდეგ კი გავიდა თითქმის საუკუნე, მაგრამ არსებული ურთიერთწინააღმდეგობების შინაარსი დიდად არ შეცვლილა, ამიტომაც ამ რესპუბლიკების კონფედერაციაზე საუბარი, რაცრამდენიმესახელმწიფოსერთსახელმწიფოშიინტეგრირებასნიშნავს, სრულიად არაბუნებრივია დ ამითუმეტეს, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ ზის.
თურქეთის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტისას თურქული პრესა წერდა, რომ გიული-ალიევის საუბრის ერთ-ერთი თემა სააკაშვილის მიერ გახმოვანებული იდეა იქნებოდა. პოლიტოლოგმა ელჰან შაჰნოღლუმ თურქულგამოცემა „თუდეი ზამანთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ანკარა ამ პროექტით აუცილებლად დაინტერესდება. „თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს, რამდენად დააინტერესებს აზერბაიჯანს სააკაშვილის წინადადება. თუ ასეთი კონფედერაცია შეიქმნება, თურქეთის ამ პროექტში ჩართვა დღის წესრიგში აუცილებლად დადგება“.
აქ უნდა გავიხსენოთ, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის „ურთიერთდახმარებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება“ გაფორმდა. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის კავშირები ყოვლისმომცველ ხასიათს შეიძენს, მათი ეკონომიკური აქტიურობა კი, მათშ ორის ტრანსნაციონალური პროექტების ფარგლებში, რეგიონში სიახლეების აღმოცენებას უზრუნველყოფს: „აზერბაიჯანი და თურქეთი არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკაში განახორციელებენ ინვესტირებას, არამედ ერთობლივ კაპიტალს მესამე ქვეყანაში ჩადებენ”.
ძნელი მისახვედრი არ უნდაიყოს, რომ ეს მესამე ქვეყანა უპირველესად საქართველო იქნება, რომლის ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია აჭარაში თურქების მიერ სრული ტემპით მიმდინარეობს. არსებობს ინფორმაცია, რომ მარტო 2010-2012 წლებში 25 ათას თურქს ქართული პასპორტები გადასცეს, ხოლო აზერბაიჯანელთა გამრავლების ტემპები რომ ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში, ეს არავისთვის დასამალი არ არის. თუ გასული საუკუნის 70-იან წლებში აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობა, ხუთ-ხუთი მილიონი კაცით, თანაბარი იყო, დღეს უკვე აზერბაიჯანი 10-მილიონიანი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა შევარდნაძე-სააკაშვილის ქვეყნის ამომგდები 20 წლიანი პოლიტიკის წყალობით მაქსიმუმ 4 მილიონამდე დაეცა, სადაც ნახევარ მილიონს იგივე აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.
ამ ანტიეროვნული პროექტის შესახებ ვერაფერს ვიტყვი უკეთესად, რასაც სომეხი სოციოლოგი აგარონ ადიბეკიანი წერს: „საქართველო აზერბაიჯანთან კონფედერაციაზე დათანხმების შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს“. თბილისი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციის გაძლიერების წინააღმდეგ გამოდის და ამის საპირწონედ კავკასიაში ისლამის მოძლიერებას უწყობს ხელს. სოციოლოგის განცხადებით, ასეთი კონფედერაციის შექმნის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება არა მხოლოდ საქართველოს დემოგრაფიული ვითარება, არამედ ქართული ენაც. „ალბათ, ქართულთან ერთად მეორე სახელმწიფო ენა თუქული გახდება“.
დღეს კი თურქეთი მეგობრობასა და სიამტკბილობას გვთავაზობს, მაგრამ მისი რეგიონალური ჰეგემონისტური მიზნები მრავალჯერ არის განცხადებული ამქვეყნის ლიდერების მიერ.
გერმანული გამოცემა Die Welt-ის შეფასებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი "თურქულ-არაბულ ბატონობაზ ეოცნებობს" - ასე შეაფასა Die Welt-ის მიმომხილველმა ბორის კალნოკმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის თურქებისა და არაბებისადმი მოწოდება - "უთანხმოებები დაივიწყონ და კავშირში გაერთიანდნენ".
როგორცკ ალნოკია ღნიშნავს, თურქეთის პრემიერმა, რომელიც სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს სტუმრობდა, ქუვეითში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის თაობაზე, თუ "რომელმა ზესახელმწიფოებმა შეიძლება, განსაზღვრონ მომავალში მთელი მსოფლიოს ფორმირება".
"ეს თურქეთი და არაბული ქვეყნებია, თუკი ისინი საკუთარ თავში გამონახავენ ძალას, შექმნან კავშირი, რომელიც მუსლიმანური სამყაროს ცენტრი იქნება".
"ეს ერთობა, პირველ რიგში, ისლამიდან, ასევე ქრისტიანი აგრესორების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლიდან გამომდინარეობს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს თურქებმა და არაბებმა ამ მიწების დაცვა შეძლეს. მომდევნო ეპოქებშიც ჩვენ დამპყრობლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით. დღეს ამ ათასწლიანი ძმობისგაცოცხლებისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირის შექმნის დროა. ჩვენ ერთი ცივილიზაციის ნაწილივართ. ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს" - დასძინა თურქმა პრემიერმა.
სტატიის ავტორი ვარაუდობს: "ერდოღანი თურქულ-არაბულ საძმოს მუსლიმანური სამყაროს ცენტრად და იმ წამყვან გავლენიან ძალად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია შეცვალოს".
თურქეთიდან მომდინარე პოტენციური საშიშროების შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა მოვიყვანო. საბერძნეთის ელჩი კანადაში თავისმოგონებათა წიგნში სენსაციურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, 1993 წელს თურქეთი საქართველოსა და სომხეთში შემოჭრას გეგმავდა.
ლეონიდ ქრიზანტოპულოსი 1993-1994 წლებში იყო საბერძნეთის ელჩი სომხეთში. რამდენიმე თვის წინ მან ამერიკაში გამოსცა წიგნისახელწოდებით „კავკასიური ჟამთააღწერა: სახელმწიფოს შექმნა და დიპლომატია სომხეთში 1993-1994 წლებში“.
ქრიზანტოპულოსი წერს, რომ 1993 წელს, როცა რუსეთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ბორის ელცინსა და ქვეყნის პარლამენტს შორის დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია, რუსეთის დუმის მაშინდელ სპიკერ რუსლან ხაზბულატოვსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ თანსუ ჩილერს შორის საიდუმლო შეთანხმება შედგა.
ამ გარიგების თანახმად, ელცინის დამარცხების შემთხვევაში ხაზბულატოვი რუსეთის სასაზღვრო ძალებს კავკასიიდან გაიყვანდა. „ის აგრეთვე მისცემდა საშუალებას თურქეთს სომხეთში ქურთების საკითხისმ ოგვარების საბაბით შეეღწია, საქართველოში კი - აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით,“ - წერს საბერძნეთის ელჩი.
ქრიზანტოპულოსი ეყრდნობა საფრანგეთის ელჩის მონაცემებს, რასაც სომხეთში ამერიკის ელჩი გარი გილმორიც ადასტურებს. ბერძენი დიპლომატისთქმით, სომხეთის ხელმძღვანელობა საქმისკურსში იყო მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებით და ამის გამო სომხეთის უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების სრული მზადყოფნა გამოაცხადა.
ანალოგიურ ვითარებას ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. WikiLeaks-ის მონაცემებით 2008 წლისაგვისტოში თურქეთი მზადიყო, აჭარაში ჯარი შეეყვანა ნატო-ს სტატუსით ამ რეგიონში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. 2008 წლის 14 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთის მზადყოფნა სერიოზული იყო.
დოკუმენტის თანახმად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და თურქეთის პარლამენტის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ და პრეზიდენტ მედვედევს შეხვდნენ. შეხვედრის დროს მათ რუსეთის პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და განუცხადეს, რომ რუსეთის მიერ თურქეთის საზღვრიდან 100 კმ-ზე ახლოს სამხედრო ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თურქეთს, როგორც ნატო-ს წევრქვეყანას, კონფლიქტის ზონაში საკუთარი ქვედანაყოფების შეყვანისა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიის დაცვის უფლება ექნებოდა.
სამხედრო მოქმედებებში თურქეთის შესაძლო ჩართვის შესახებ თავის დროზე ქართულ საინფორმაციო საშუალებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმაც განუცხადა. მან ეს ინფორმაცია 2009 წლის 3 მარტსაც დაადასტურა:"რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თუ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა, თურქეთი მზად იყო აჭარაში საკუთარი შეიარაღებული ძალები შეეყვანა".
მაშასადამე, თუ მოვლენები ჩვენთვის სრულიად არასახარბიელოდ განვითარდებოდა, დიდად მოსალოდნელი იყო, რომ აჭარას იგივე ბედი გაეზიარებინა, რაც 1921 წელს ტაო-კლარჯეთმა და იგი თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩენილიყო.
თურქეთთან დაკავშირებითაც აქვს ბჟეჟინსკის გარკვეული მოსაზრებები თავის წიგნში: “მსოფლიო საჭადრაკო დაფა”: “თურქეთის ევოლუცია და ორიენტაცია კავკასიის სახელმწიფოთა მომავალში განმსაზღვრელ როლს თამაშობს. თუ თურქეთი მედგრად გაივლის თავის გზას ევროპისკენ, ხოლო ევროპა არ დაკეტავს მის წინაშე კარებს, მაშინ კავკასიის სახელმწიფოებიც ევროპის ორბიტაზე იქნებიან მიზიდულნი და ეს არის პერსპექტივა, რომელზეც ისინი გულმხურვალედ ოცნებობენ. მაგრამ, თუ თურქეთის ევროპეიზაცია ჩავარდა საგარეო ან საშიანაო მიზეზებით, მაშინ საქართველოს და სომხეთს არ ექნება არჩევანი, გარდა იმისა, რომ შეეგუონ რუსეთის ინტერესებს”. ბზეჟინსკის აზრით, ამჟამად “კავკასიის ახალმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკებმა გააძლიერეს თურქეთის შესაძლებლობები აღადგინოს ერთ დროს დაკარგული გავლენა ამ რეგიონში”.
ამ სიტყვებით ბზეჟინსკის მიაჩნია, რომ კავკასიის რესპუბლიკებისათვის, ყოველ შემთხვევაში– ქრისტიანული ცივილიზაციის მქონე ხალხებისათვის, თურქული ისლამური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ ყოფნას სჯობს ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. იქნებ, დავფიქრდეთ, რატომ ფიქრობს ასე ბზეჟინსკი?
და აი, ისევ მივადექით რუსეთის საკითხს. რამოდენიმე ხნის წინ სააკაშვილმა მოსწავლე–ახალგაზრდობასთან შეხვედრისას საჯაროდ განაცხადა: "მოღალატეების ჯგუფებსაც კი, რომლებიც ბოლო თვეებში რამდენიმე შეიქმნა საქართველოში, ყველას ერთი პროგრამა აქვს – შევეკრათ რუსეთს, დამპყრობელს, დავამხოთ ჩვენი ქვეყანა, მოვამთავროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამს დღედაღამ. იმაშიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ ერთიანად უღალატონ და ცალ-ცალკე არიან ღალატით დაკავებულები".
მტრის ხატის შექმნა ხელისუფლებისათვის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების ნაცადი მეთოდია, რომელსაც წარმატებით იყენებდნენ და ახლაც სამოქმედო არსენალში აქვთ იმ ოდიოზურ მთავრობებს, რომელთა ერთადერთი მიზანია საკუთარ ხალხზე, როგორც სიცრუისა და უუფლებობისათვის განწირულ ბრბოზე შეუზღუდავად ბატონობა.
მე, პირადად, იმ აზრის განვითარებისა არ მესმის, რომ რუსეთი აგრესიული იმპერიაა და 200 წელი ჩვენს ოკუპაცია-ანექსიას ახორცილებს, ხოლო სიკეთე არაფერი მოუტანია. უფრო დიდ საშიშროებად ირანი და თურქეთი მიმაჩნია, რომლებმაც სანამ რუსეთი მათ კავკასიიდან არ განდევნიდა, პირველი მათგანი ორი ათასი წელი, ხოლო მეორე –ათასი წელი, სისხლსუშრობდა საქართველოს და ამის შედეგია აღმოსავლეთ საქართველოშიჰერეთის (საინგილოს) გამუსულმანება და საბოლოო ჯამში ამ მიზეზით მისი სრული დაკარგვა, ხოლო სამხრეთ–დასავლეთში ტაო–კლარჯეთის ქართველობის გათურქება და ამუძველესი ქართული კულტურული კერის მშობლიური ქვეყნიდან სრული მოწყვეტა. აქედან გამომდინარე, ეს სამხრეთის მეზობელი ისლამური ქვეყნები რომ მიაჩნია ზოგიერთებს სანდო და ისტორიულად მეგობარ, პარტნიორ ქვეყნებად, ვფიქრობ, ეს იდეოლოგია მხოლოდ ნაცრეჟიმის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის.
ვერავინ დაამტკიცებს, რომ თუ ხელსაყრელი პირობები შეექმნება, თურქეთი აჭარის ავტონომიის კარტს არ გაითამაშებს, (ანალოგიური ქმედებების მცდელობების შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ) ისევე, როგორც ეს გააკეთა კვიპროსში, როცა ნატოს წევრმა თურქეთმა ნატოს წევრ საბერძნეთს ალიყური აჭამა და კვიპროსის ერთი ნახევრის სამხედრო ანექსია განახორციელა, ბერძნები ერთიანად გამოყარა ამ ნაწილიდან და აგერ უკვე 35 წელია თურქული კვიპროსის უკანონო დამოუკიდებლობის უსაფრთხოების გარანტორი გახდა.
რაც შეეხებარუსეთს, აქ ახლა დიდი ისტორიული წიაღსვლების ადგილი არ არის და ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ ვერავინ უარყოფს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში საკმაოდ ბევრ ტრაგიკულ ფურცელს, მაგრამ ვერც იმას უარყოფს ვერავინ, რომ რუსეთის მიერ ამიერკავკასიაში შემოსვლის შემდეგსაქართველომ რუსეთ-ირანის 1804-1813 და 1826-1828 წლების ომში დაიბრუნა ჭარ-ბელაქანი (საინგილო)და თბილისის მაზრას დაუქვემდებარა (სხვა საკითხია, რომ მანქურთად ქცეული ქართველი ბოლშევიკების უპირატესი მეცადინეობით შემდგომში იგი აზერბაიჯანს რომ გადაეცა), ხოლო 1806 -1812, 1828 – 1829, 1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად ფოთი, სოხუმი, ახალქალაქი, ე.წ. ახალციხის საფაშო, სამცხე-ჯავახეთი,აჭარა, ძველი ტაო-კლარჯეთი - სამცხე-საათაბაგო ქუთაისისა დ თბილისის გუბერნიებში გადანაწილდა და ქართული საზოგადოების მზრუნველობის არეალში მოექცა.
დავიწყებას არ უნდა მიეცეს ისიც, რომ რუსეთის არმიის მხარდამხარ ქართული ტერიტოერიების შემოერთებისათვის იბრძოდა ქართველ მოხალისეთა ლაშქარი 30 ათასი კაცის შემადგენლობით.
ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართლ-კახეთის მოსახლეობა მთლიანად განადგურების პირას იყო მისული და 1770 წლის აღწერის მონაცემებით, რომლის შემდგომაც მოძლიერებულ ლეკიანობასა და ხშირ ომებს კიდევ უფრო მეტი მოსახლეობა შეეწირა, მაქსიმუმ 300 ათას კაცს შეადგენდა, რომლის ნახევარსაც არაქართული მოსახლეობა წარმოადგენდა. იხილეთ წყარო – http://www.matiane.com/1770.htm.
არანაკლები კატასტროფული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში. მთლიანი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 600 ათას კაცს არ აჭარბებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარს მომდგარ ისლამურ ოკეანეში ჩანთქმას ძნელად თუ გადაურჩებოდა საქართველო. 1913 წლის აღწერით კი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა უკვე სამ–მილიონახევარი გახდა, რაც ას წელიწადში 600%-იან ზრდას ნიშნავს.
რაც მთავარია, ქართველი ხალხი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ შეინარჩუნა თავისი ეროვნული თვითმყოფადობა, განავითარა კულტურა, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართველთა დიდი უმრავლესობისგან განსხვავებით, რაც შემდგომში ილია ჭავჭავაძის მიერ დაწყებული და მომდევნო თაობების დიდი მამულიშვილების მიერ გაგრძელებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერების საშუალებას იძლეოდა, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს შექმნით დაგვირგვინდა.
რაც შეეხება ამჟამინდელ რუსეთს, როგორც ყველა ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, (თუმცა, ზოგიერთებს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ რუსეთი არ წარმოადგენს სერიოზულ ჰეგემონ სახელმწიფოს, რაზეც კომენტარი მართლაც ზედმეტია) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში უდავოდ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნია და ამ ინტერესების დაცვას ცდილობს. ნატოს სამხედრო ბაზების ამიერკავკასიაში შემოყვანის შემთხვევაში რუსეთი შავი და კასპიის ზღვის არეალის დაკარგვის წინაშე დგება. ამ საფრთხეს კი უქმნიდა და ჯერ კიდევ უქმნის საქართველო, როგორც კავკასიასა და შუა აზიაში შეჭრისათვის დასავლეთის მთავარი პლაცდარმი.
ე.ი. საქართველო რუსეთისათვის წარმოადგენს ამ დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეში ყველაზე დიდ მტერს, ხოლო დასავლეთისათვის ყველაზე დიდ მოკავშირეს. წესით, ამ დროს, დასავლეთს (აშშ-ს, ევროკავშირს), თუნდაც საკუთარი უსაფრთხოებისათვის რისკის მომატების ხარჯზესხვადასხვა სამხედრო თუ პოლიტიკური ღონისძიებებით, ინფრასტრუქტურით, ინსტიტუტებით და ასე შემდეგ (უფრო კონკრეტულად – საკუთარი სამხედრო ბაზების განლაგებითა და ქვეყნის ნატოში მიღებით) საქართველოსთვის უნდა შეექმნათ რუსეთისაგან თავდაცვის მტკიცე ზღუდე თუ ქოლგა, რაც აგვისტოს მოვლენებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ რეალურად არ გაკეთებულა. ანუ, დასავლეთს, რათქმა უნდა, სურს კავკასიის დერეფნის გამოყენება ენერგორესურსების მიღების რუსეთისაგან ალტერნატიული წყაროს შესაქმნელად, მაგრამ ამის გამო არ უღირს მომძლავრებულ რუსეთს სარისკოდ დაეჯახოს. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლება ზემოთ აღნიშნული მეტად დამაფიქრებელი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად ავანტიურისტულად ეჯახება რუსეთს და მხატვრულად რომ ვთქვათ, კისერსაც ატეხინებს საკუთარ ქვეყანას.
ასეთ დროს, ისმის კითხვა, პოსტსაბჭოურ სივრცეში, ვისაც აქვს დალაგებული ურთიერთობა რუსეთთან, რომელმა სახელმწიფომ დაკარგა ტერიტორიის რაიმე ნაგლეჯი? არ იქნება მოლდავეთის მაგალითი სწორი, რადგან მოლდავეთში ერთი პერიოდი სერიოზულად მსჯელობდნენ რუმინეთთან ანუ ნატოსთან შეერთების სტრატეგიაზე, რისთვისაც დაისაჯა კიდეც ის, ოღონდ, ბოლო დროს, როცა შედარებით დაათბო ურთიერთობა რუსეთთან, დნეტრისპირეთის დამოუკიდებლობის საკითხი რუსეთის მიერ არ იხილება და მისი დაბრუნების შანსი მოლდავეთს ჩვენთან შედარებით ბევრად მაღალიაქვს.
მეორე ქვეყანაა აზერბაიჯანი, რომელთანაც სომხეთის ომი თავიდან სომეხი ნაციონალების მიერ დიდი სომხეთის აღდგენის იდეის განხორციელების გამო დაიწყო, რომელშიც, ვერავინ უარყოფს, რომ სომხების მიმართ რუსების ისტორიული სიმპათიებიდან გამომდინარე, რასაც სომხები ამჟამადაც ჭკვიანურად იყენებენ, მათი უპირატესობით წარიმართა, თუმცა აზერბაიჯანის რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკის შედეგად არც ყარაბახის დამოუკიდებლობა უცვნია რუსეთს და სანამ რუსეთის გვერდის ავლით დასავლეთის ინტერესების მქონე გაზსადენის “ნაბუკოს” შექმნის იდეა ძალაშია, ამ კარტს რუსეთი აზერბაიჯანს ყოველთვის დაუტრიალებს.
დანარჩენებმა, იგივე შუა აზიის, უკრაინის, ბელორუსიის რესპუბლიკებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტში რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის წყალობით განიცადეს ისეთივე ნგრევა და კატასტროფა, როგორიც საქართველომ? იმასაც ხომ არ იტყვის ვინმე, რომ მაგ სახელმწიფოებს დამოუკიდებლობა დაკარგული აქვთ და მალე რუსეთი მთლიანად ჩაყლაპავს? უნდა გამოვიდეთ აზროვნების მოძველებული ჩარჩოებიდან და რუსეთის წარმოსახვას მონღოლურ-იმპერიული სისხლიანი პოლიტიკის გამტარებლად და აქედან გამომდინარე, მასთან მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნის აუცილებლობის მტკიცებას, ჯობს, დროზე დავანებოთ თავი, რადგან ამ ურაპატრიოტიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა და შესაძლოა უარესიც დამართოს.
ბოლოს ერთს ვიტყვი – რომელი სჯობდა, ნატოზე თავის დროზე უარის თქმა, თუნდაც აფხაზეთში ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთის ერთი სამხედრო ბაზის არსებობა და სამაგიეროდ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, თუ ისპოლიტიკურ-ეკონომიკურიკ ატასტროფა, რომელშიც დღევანდელი საქართველოა ჩავარდნილი? ხალხის უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, პირველ მოსაზრებას დაუჭერს მხარს და სწორედა მიტომაც ყალბდება არჩევნები საქართველოში, რომ ნაციონალური ხელისუფლების პოლიტიკა გაკოტრებულად არ გამოცხადდეს, ხოლო ამ პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ტერიტორიების დამკარგველებსა და გამპარტახებელებს პასუხი არ მოეთხოვოთ.
საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობებსაც მშვენივრად გამოიყენებდა ჭკვიანი პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, ისტორიულ წარსულს ქვეყნების ურთიერთობაში არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ გარკვეული როლი მაინც აკისრია. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს, იგივე რუსეთის, არმიაში თითქმის 700 ათასი ქართველის მონაწილეობა რუსეთთან გარკვეული ნორმალური ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთი, თუნდაც პატარა საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო, ხოლო სააკაშვილის მიერ ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისა და დაღუპულებისადმი მიძღვნილი ძეგლის აფეთქება იყო სრული იდიოტიზმი და რუსეთთან დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავების მაპროვოცირებელი ქმედება. მაგ პროვოკაციებმა და ჩიჩხინმა რა შედეგიც მოიტანა სახეზეა და თუ მარტო რუსეთის გინებაა გამოსავალი, როგორც ჩვენში აღიარებულია, კახელებს მაგ საქმეში ვერც ერთი კუთხე ვერ სჯობს, ჰოდა, დავაყენოთ ახალგორთან, კოდორის ხეობასთან, ენგურთან, ცხინვალთან ეგ ხალხი და ვაგინებინოთ და ვაგინებინოთ რუსეთი. რა იცი, რა ხდება, იქნებ შეეშინდეთ რუსებს ან შერცხვეთ და დაგვიბრუნონ ოკუპირებულიტერიტორიები.
როგორც ბზეჟინსკი ამ რამოდენიმე თვის წინ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს შესახებ წერს, აშშ-ის გავლენის დაკარგვის შემთხვევაში, „პატარა კავკასიური სახელმწიფო რუსული პოლიტიკური ზეწოლისა და სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“. აშშ-ის მხრიდან ისტორიულად და გეოგრაფიულად რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში შემოჭრას რომ თანდათან ხელები ეკვეთება, ამის შესახებ საკმაოდ ბევრი დავწერეთ ზემოთ. მაგრამ ერთ არგუმენტს კიდევ მოვიყვან. ამერიკული ავტორიტეტული ორგანიზაციის "საგარეო ურთიერთობების საბჭო"-ს (CFR) ანალიტიკოსების ჯგუფმა პრევენციული პრიორიტეტების კვლევა - 2012" გამოაქვეყნა და ის შესაძლო კონფლიქტები ჩამოთვალა, რომლებიც, ექსპერტთა აზრით, აშშ-სთვის საფრთხის შემცველი ადა, შესაბამისად, ამერიკელ პოლიტიკოსთა მხრიდან პრევენციული ზომებისგატარებას მოითხოვს.
ანალიტიკოსებმა საფრთხეები სამ ნაწილად – აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის მათი შედარებითი მნიშვნელობის მიხედვით დააჯგუფეს. პირველ ჯგუფში შეიყვანეს კონფლიქტები, რომლებშიც შესაძლოა აშშ აღმოჩნდეს ჩართული, რადგან სხვადასხვა ხელშეკრულებებით ვალდებულებები აქვს აღებული (ირანის ბირთვული კრიზისი, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი, დაძაბულობა პაკისტანში და ა.შ.). მეორე ჯგუფში ანალიტიკოსებმა შეიყვანეს შესაძლო კონფლიქტები იმ ქვეყნებში, რომლებიც აშშ-ს თვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა მათში ჩართვის ვალდებულება აშშ-ს არა აქვს (დაძაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ავღანეთი, ერაყი, კრიზისი სირიაში და ა.შ.). მესამე ჯგუფში კი შეყვანილია კონფლიქტები იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სთვის შეზღუდული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა მათ შესაძლოა, მძიმე ჰუმანიტარული შედეგები ჰქონდეს. CFR-ის ნალიტიკოსებმა საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტი სწორედ ამ ჯგუფში შეიყვანეს, ისევე როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი.
ეს კვლევაც მეტყველებს, რომ საქართველოს და, უფრო მეტიც – ამიერკავკასიის პრობლემები, აშშ-სთვის მესამეხარისხოვანია და მათი მოგვარებისათვის არანაირ რეალურ ვალდებულებას არ კისრულობს და არც მნიშვნელოვან ძალისხმევას გასწევს, მითუმეტეს – რუსეთთან დაპირისპირების რისკით. შეშფოთება-აღშფოთებას, სავარაუდოდ, არ მოგვაკლებენ, თუ ეს ვინმესთვის მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო გემებით შემოტანილი პამპერსები და წყლები პლასტმასის ბოთლებში.
ამ ვითარებაში რეალური პოლიტიკის პრიზმაში გატარებულად ჩანს ივანიშვილის მიერ BBC-ს საინფორმაციო სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული ეს განცხადება: "ნატო საუკეთესო და უალტერნატივო ვარიანტია საქართველოსთვის, თუმცა, თუკი საქართველოს ალიანსში შესვლა შეუძლებელია ან მხოლოდ შორეულ მომავალშია შესაძლებელი, საქართველომ რაღაც დროის განმავლობაში და რაღაც ეტაპზე გეოპოლიტიკაში შესაბამისი ადგილი უნდა მონახოს. სააკაშვილის საქციელმა ნატოსთან შეერთების პერსპექტივა შორეული გახადა და ჩვენ ვერ შევძლებთ მდგომარეობა ხუთ წუთში შევცვალოთ - მე ამას ნათლად ვაცნობიერებ. რასაკვირველია, ჩვენ თანამშრომლობას ამ მიმართულებით გავაგრძელებთ, მაგრამ ეს ერთადერთი გზა არ იქნება".
ვისაც ეს მოსაზრება არ მოსწონს (უპირატესად მხედველობაში მყავს ნაცრეჟიმის მესვეურები), ხოლო თავიანთ განსხვავებულ უტოპიურ შეხედულებებს ლოგიკურად ვერანაირად ვერ ასაბუთებენ და ვერც დაასაბუთებენ, რადგან ამ განსხვავებული შეხედულებებით წარმოებული პოლიტიკის შედეგი - კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი საქართველო – სახეზეა, სჯობს ძალადობაზე დამყარებული ხელისუფლება დათმოს ოქტომბრის არჩევნებში, რომ ქვეყანას პოლიტიკური რეალიზმის ჯანსაღი კონცეფციის საფუძველზე გადარჩენის, განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და პერსპექტიული მომავლის მოპოვების უფლება მიეცეს, თორემ, იმედმოცემული და გაღვიძებული ქართველი ხალხის რისხვას ის ვერ აცდება.