დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, რომ "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მიერ გამოყოფილი ტრანში შენობის აშენების პერიოდს არ ემთხვევა და აღნიშნული თანხა სხვა პროექტებს ხმარდება.
"მეორე ტრანშის გამოყოფას ხელი მოეწერა 2013 წელს და თავად გამოიტანოს ყველამ დასკვნა, გამოიყო თუ არა თანხა აშშ-ში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის. რა თქმა უნდა, მოლაპარაკება მიმდინარეობდა რა უნდა დაფინანსებულიყო "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მეორე ტრანშით და გადაწყდა ის, რასაც ხელი მოეწერა 2013 წელს. როგორ დაფინანსდებოდა ეს შენობა ამერიკული ფულით, როდესაც ამ თანხის გამოყოფას შემდგომ მოეწერა ხელი", - განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.