წერილში, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დანელ იოჰანესი საქართველოს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უგზავნის, აღნიშნულია, რომ კორპორაცია ბათუმში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იდეას მხარს არ უჭერს მშენებლობის ღირებულების გამო; ასევე ამერიკული მხარე ვარაუდობდა, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი იქნებოდა არა გაჭირვებული, არამედისედაც შეძლებული ოჯახისშვილებისთვის.
სტატიაში სახელწოდებით „სააკაშვილი ე.წ. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ისევ იტყუება“ ნათქვამია, რომ 2011 წელს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ბათუმში უნდა აშენებულიყო ბიზნესცენტრი და ამ მიზნით რკინიგზის შვილობილ კომპანიას 20 მილიონი ლარი გადაერიცხა. მოგვიანებით, ბიზნესცენტრი სააკაშვილმა ბათუმის ტექნოლიოგიური უნივერსიტეტის შენობად შერაცხა და მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო თანხის მისაღებად მოლაპარაკებები „ათასწლეულის გამოწვევის კორპარაციასთან“დაიწყო. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასაშენებლად თანხის გამოყოფაზე ჯერ კიდეც 2011 წლის ნოემბერში უთხრა უარი.
„თუ რატომ ამახვილებს ყურადღებას ასე მძაფრად სააკაშვილი ე.წ. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, პასუხსისევ პოლიტიკურ ამბიციებთან და შურისძიებასთან მივყავართ. გახსოვთ ალბათ 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილი, სადაც სხვა ყველაფერთან ერთად, ის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის იდეაზე საუბრობდა. წერილიდან ირკვევა, რომ ასეთი ტიპის დაწესებულების ასაშენებლად მოლაპარაკებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი ხუბუასთან ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო“,- ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით,სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და საქართველოს ნამდვილად ექნება თანამედროვე ტიპის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.