გაფართოებული შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა და ტაავი რიივასმა ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივაზეც გაამახვილა.
შეხვედრისას საუბარი რეგიონში, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს უელსის სამიტზე მიღებული სპეციალური პაკეტის მხარდაჭერისათვის.