კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს განთენიიდან, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე გამავალ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე გადაუდებელ საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ავარიულად დაზიანდა 900 მმ–იანი მაგისტრალური მილი, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს აღდგენას.
საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 14 იანვრის გამთენიის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა:
საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს, ასევე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთ ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. აღნიშნულ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგებათ 14 იანვრის 02:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).