foodpanda.ge-ზე    ძველით ახალი წლისთვის მზადება დაიწყო

foodpanda.ge-ზე ძველით ახალი წლისთვის მზადება დაიწყო

ახალი წელი -  ეს ერთადერთი დღესასწაულია, როცა მთელი ოჯახი, მეგობრები და საყვარელი ადამიანები ერთად  ვიკრიბებით, ვხალისობთ და ველით სანტას. თუმცა ამ სიხარულს  ხშირშემთხვევაში  ვერ იზიარებდნენ დიასახლისები. ისინი ძირითადად ახალ წელს სამზარეულოში უკვე გადაღლილები ხვდებოდნენ.

წელს ეს ტრადიცია დაირღვა. დიასახლისების ძირითადი საქმე ფუდპანდამ ითავა. გამოსავალი  დროული და სწრაფი დროული იყო, რადგან ფუდპნადას მზადყოფნა ახალი წელი თქვენთან ერთად გაეტარებინა მიმზიდველი განსაკუთრებით ქალბატონებისთვის  აღმოჩნდა.  ახალი წლის დღეებში ფუდპანდას სერვისით მომხმარებლის დიდმა ნაწილმა ისარგებლა. შესაბამისად,  ახალი წლის დღეებში კომპანია  გაორმაგებული დატვირთვით მუშაობდა და ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით შეკვეთების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. ახალი წლის ღამეს მუშაობა და შეკვეთების წაღება თავად სანტა პანდასაც კი მოუწია.

საახალწლო სუფრის მომარაგება ტრადიციული ქართული კერძებით როგორიცაა ხაჭაპური, საცივი, გოზინაყი და ა.შ თქვენი დიასახლისის ნაცვლად  ფუდპანდამ უზრუნველყო.

წინ ქართველებისთვის კიდევ უფრო საყვარელი დღესასწაული - ძველით ახალი წელი გველის. www.foodpanda.ge -ზე    მზადება უკვე დაიწყო. ასე რომ, ისარგებლეთ საკვების ონლაინ შეკვეთით  ვებ გვერდზე  www.foodpanda.ge  და გამორჩეული რესტორნები  დღესასწაულების  საღამოს თქვენთან გაატარებენ.

„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ.  ახალი წლის მოახლოებასთან ერთად „ფუდპანდა“ მომხარებელს კიდევ უფრო მარტივ და სასარგებლო არჩევნას სთავაზობს დიასახლისებს სახლიდან გაუსვლელად. თქვენს რჩეულ  რესტორანს   თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.

 „დღესასწაულებზე ფუდპანდაზე თქვენ გელით ჩვენი პარტნიორი რესტორნების საუკეთესო საახალწლო შეთავაზებები. ახალ წელს  შეკვეთების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო,  სანტა პანდასაც კი შეკვეთების წაღება მოუწია. კომპანია 2015 წელს საინტერესო  და სურპრიზებით სავსე წელს გპირდებათ, „  განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე. 

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.