საქართველოს პრეზიდენტი წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პირველი ლედისთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიისგამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება პროექტისმნიშვნელობაზე გაამახვილა.

"
ეს ძალზე მნიშვნელოვანი დღეარადგან ჩემი უახლოესი მეგობრის წამოწყებას ვაგრძელებთისრასაც დღესვზეიმობთზურაბ ჟვანიამ დაიწყო მაშინროდესაც მთელი ყურადღება გადართული იყო გაჭირვებაზესიდუხჭირზე,პოლიტიკურ საკითხებზეზურამ მაშინ ძალიან ნათლად განსაზღვრარომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არისშემოქმედებამეცნიერებააზროვნებაყოველივე ეს კი ახალგაზრდების გასაკეთებელი და მათი შესაქმნელია", -განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდებასაკონკურსო ეტაპზე 24 ნომინანტი დასახელდა,ხოლო დღეს მათგან რვა გამარჯვებული გამოვლინდა.

პრემია ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაარსდაწელს კი პროექტი ზურაბ ჟვანიას ფონდის ინიციატივითაღდგაპრემია ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს წლის მანძილზე განხორციელებულიპროექტებისათვის და ემსახურება მათ წახალისებასა და საზოგადოებისათვის თანამედროვე ნამუშევრებისწარდგენას. "წინანდლის პრემიაგადაეცემა 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქესრომელმაც ბოლო სამიწლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებში.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტისმრჩეველი სოფიო შამანიდი.