თიბისი ბანკის სესხების გათამაშებაში ბინის და სასაჩუქრე ვაუჩერების მფლობელები გამოვლინდა. სუპერ-პრიზის - ბაკურიანში ბინის მფლობელი გახდა კონსტანტინე მახარაშვილი.
გათამაშება 8 იანვარს, 20:00 საათზე შედგა. ფეისბუქზე მისი პირდაპირი ჩვენება, ტექნიკური ხარვეზის გამო, სამწუხაროდ ვერ მოხდა - გათამაშების წინ მწყობრიდან გამოვიდა პირდაპირი ეთერის გადამცემი მოწყობილობა, რომლის შეკეთება ან ახლის შეძენა საკმაოდ დიდი დროით გადაავადებდა გათამაშებას. ამიტომ, თიბისი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და გათამაშება დაგეგმილ დროს შედგა, მისი სრული ვიდეო ჩანაწერი კი დასრულებისთანავე დაიდო ბანკის ფბ გვერდზე.
ბინის გარდა, გათამაშდა 50 ცალი სასაჩუქრე ვაუჩერიც, რომლითაც გამარჯვებულებს შეუძლიათ სხვადასხვა პრიზების - მათ შორის Apple-ის პროდუქციის, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის შეძენა. გათამაშების მონაწილეებს, სესხის აღებისთანავე გადაეცემოდათ საჩუქრების სია და შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად აირჩიათ სასურველი პრიზი, რომლის მოგებაც სურდათ გათამაშების შედეგად.
თიბისი ბანკის ესხების გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო დეკემბრის თვეში ნებისმიერი სასესხო პროდუქტის - საკრედიტო ბარათის, სწრაფი განვადების, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში.
გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ლინკზე: http://bit.ly/1yIx0Am