უკანასკლელ პერიოდში საკმაოდ ბევრი კვლევა ჩატარდა ლინგვისტიკური ასპექტით და იმ კუთხით ცვლის თუ არა ადამიანის მშობლიური ენა მის აზროვნებას და ქცევას. როდესაც ვსაუბრობთ თუ რა გავლენას ახდენს ენა ადამიანის ქმედებაზე საინტერესოა განვიხილოთ ბენჟამენ ლიი ვორფის კვლევა,რომელიც მე-20 საუკუნეში ცნობილი ენათმეცნიერი იყო. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ყურადღებას იპყრობს ინგლისელებსა და ჰოპებს(ადგილობრივი ამერიკელები, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ არიზონაში ცხოვრობენ) შესახებ მოსაზრება. ვორფის აზრით, ინგლისელი ხალხი და ჰოპები განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს, რომლის მთავარი მიზეზი არის ენა. მაგალითად: ინგლისურ გრამატიკაში არსებობს წარსული, ახლანდელი და მომავალი დრო, ჰოპები კი დროის დანაწილებას საერთოდ არ აღიარებენ, შესაბამისად მოვლენებს უყურებენ განსხვავებულად. უფრო მეტიც, ინგლისურში დრო შეიძლება მოვიხსენიოთ რაოდენობრივად: სამი დღე, ოთხი საათი და ა.შ, ჰოპებში კი დრო გავს მუდმივ, განგრძობით წრეს.
ასევე საინტერესო მაგალითია, ავსტრალიაში, კერძოდ ჩრდილოეთ ქუინსლენდში არსებული ენა" Guugu Yimithirr", რომელშიც არ არსებობს სიტყვები "მარჯვენა" და მარცხენა". ამიტომ ადგილობრივები იყენებენ შემდეგ ტერმინებს: აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. მოცემული ნიუანსის გამო, ინგლისურად მოსაუბრე ადამიანი და" Guugu Yimithirr"-ის ენაზე მოსაუბრე ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ბიჭს, რომელიც დგას სახლის წინ ან მის უკან.
ზემოთ ხსენებულ მსგავს ფაქტებზეა დაფუძნებული სტენფორდის უნივერსიტეტის ასისტანტ-პროფესორის ლერა ბოროდისკის და მისი კოლეგების კვლევა, რომელიც ადარებს ინგლისურ და ებრაულ ენებს. ლერა ბოროდისკიმ და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს მისცეს სურათები, სადაც დროებითი მოვლენები იყო აღწერილი (მაგ: ადამიანის დაბერება, ან ნიანგის ზრდის პროცესი, ბანანის ჭამის პროცესი და ა.შ).მათი აზრობრივი სხვაობის დანახვა მარტივი იყო, რადგან ინგლისელებმა მარცხდინად მარჯვნივ ააწყეს მოვნელები, ხოლო ებრაელებმა მარჯვნიდან მარცხნივ. ეს ექსპერიმენტი მოწმობს რომ ენაში წერის მიმართულება გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ ვუკეთებთ ორგანიზებას დროს.
ბოროდისკიმ მის სტუდენტთან კეითლინ ფაოსთან ერთად ასევე ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ინგლისელები, ესპანელები და იაპონელები. მონაწილეებმა უყურეს ვიდეოს, სადაც ორი ადამიანი ხეთქავდა ბუშტებს, ამტვრევდა კვერცხებს და აქცევდა სასმელს როგორც გამიზნულად ასევე შემთხვევით. ექსპერიმენტში მონაწილეებს დაუსვეს კითხვები. აღმოჩნდა რომ, სამივე მათგანს ახსოვდა თუ ვინ გახეთქა ბუშტი გამიზნულად, მაგრამ როდესაც აქცენტი გაკეთდა შემთხვევით მომხდარ მოვლენებზე, მხოლოდ ინგლისელმა შეძლო ფაქტის სრულად აღწერა. რა თქმა უნდა ეს შედეგი არ გულისხმობს, რომ ესპანელებს და იაპონელებს ცუდი მახსოვრობა აქვთ, უბრალოდ ამ ორი ეროვნების წარმომადგენელს მშობლიური ენა აძლევს მხოლოდ ფაქტების დამახსოვრების საშუალებას და ძირითადად მოვლენებზე ორიენტირებას, რაც განასხვავებს ინგლისელებისგან.
ბევრი ენათმეცნიერი ცდილობდა აეხსნა თუ როგორ ცვლის ენა პიროვნების ცხოვრებაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს როგორიცაა : სივრცე, დრო და ურთიერთობა ადამიანებს შორის. მოცემული თეორემის ნათელ მაგალითად ისევ ინგლისელი ხალხი მოვიშველიოთ, რომელთათვისაც მომავალი პირდაპირი მნიშვნელობით არის წინ და წარსული უკან. 2010 წელს შოტლანდიაში ლინდენ მილსმა და მისმა კოლეგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს ადმიანების დროსთან დამოკიდებულებაში და აღმოაჩინეს რომ, ინგლისელი ხალხი ქვეცნობიერედ იწევა წინ, როცა საუბრობს მომავალზე, და პირიქით, იწევაუკან როდესაც საუბრობს წარსულზე. ხოლო ადამიანები რომლებიც აიმარულ(სამხრეთ ამერიკაში გავცელებული ენა) ენაზე საუბრობენ, იქცევიან საპირისპიროდ.
დავუბრუნდეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას, რომლის პასუხის გაცემაში დაგვეხმარება იელის უნივერისტეტის პროფესორი კეის ჩენი.
მისი კვლევის მიხედვით ადამიანის აზროვნება და ქმედება პირდაპირ დამოკიდებულია მშობლიურ ენაზე. მას მოჰყავს ძალიან მარტივი და საინტერესო მაგალითი, სადაც ადარებს ინგლისურ და ჩინურ ენებს და განიხილავს თუ როგორ განსხვავდება აზრობრივად წინადადებები. მაგალითად როდესაც ვაცნობთ მესამე პირს ბიძას, ჩვენ ინგლისურად ვიტყით:”This is my uncle (ეს ბიძაჩემია), ჩინურის შემთხვევაში მოსაუბრე ვალდებულია დააზუსტოს ბიძა უფროსია თუ უმცროსი, დედის მხრიდან თუ მამის მხრიდან და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩინური ენა არ აძლევს პიროვნებას საშუალებას მოკლედ გადმოცეს ინფორმაცია, პირიქით, ის ავალდებულებს დააკონკრეტოს ბიძის წარმომავლობა.
კეის ჩენი უფრო აღრმავებს ამ მოსაზრებას და ეკონომიკურ ასპექტებში განიხილავს მას. კვლევის საშუალებით იგი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, მოქმედებს თუ არა ადამიანის მშობლიური ენა მის ეკონომიკურ ქცევაზე, კერძოდ დაზოგვაზე. მსოფლიო ეკონომიკიდან ცნობილი ფაქტია, რომ ზოგი ქვეყანა უფრო მეტს ზოგავს ვიდრე მოიხმარს, ზოგი კი პირიქით. სხვადასხვა მონაცემებისა და დეტალური ანალიზის საშუალებით, ჩენმა აღმოაჩინა, რომ მსგავსი ქცევის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ენაა. ისევ დავუბრუნდეთ ინგლისური და ჩინური ენების შედარებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინგლისურ ენაში არსებობს სამი დრო, რაც შეეხება ჩინურს, აქ დროის გამოყოფა ცალსახად არ ხდება. მაგალითად, ინგლისურში ვიყენებთ ზმნის სხვადასხვა ფორმას, როდესაც ვამობობთ, რომ გუშინ წვიმდა ან დღეს წვიმს, ჩინურში კი ზმნა უცვლელი რჩევა. აქედან გამომდინარე, კეის ჩენი ინგლისურ ენას უწოდებს(Futured Languages), სადაც დრო იყოფა სამ ნაწილად: წარსული, აწმყო და მომავალი, ხოლო ჩინურს უწოდებს(Futureless Languages), სადაც ნებისმიერ დროში მომხდარი ფაქტი შესაძლებელია გადმოვცეთ მხოლოდ ერთი ფრაზით. მოცემული მოვლენა პირდაპირ ახდენს გავლენას ინგლისელი და ჩინელი ადამიანის ქცევაზე დაზოგოს მეტი ან მოიხმაროს ბევრი.
კეის ჩენის კვლევამ აჩვენა რომ, ისეტი ტიპის ქვეყნები, რომელთა ენაში ცალსახად არ გამოიყოფა დრო(როგორიც არის ჩინური), ზოგავს 30% მეტს, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც დროს ყოფენ სამი მიმართულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა რომ, ადამიანის ცნობიერების განმასხვავებელი მახასიათებლები არის ადაპტირებადი იმ გარემოს და საზოგადოების მიმართ სადაც ის იზრდება, ცხოვრობს და აღწევს განვითარების სხვადასხვა ეტაპს. ერთ-ერთ განმასხვავებელად წარმოგვიდგება მშობლიური ენა. თითოეული ენა ამჟღავნებს მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს: აღქმის, გააზრების, კატეგორიების გზებს, რომელიცბ უკავშირდება ქვეყნის უნიკალურ კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და ფასეულებებს. ადამიანის ქცევასა და ენას შორის კავშირის არსებობის დახმარებით შესაძლებელია გავიგოთ თუ როგორ იძენს ცოდნას პიროვნება, როგორ მოიაზრებს ის რეალობას და როგორ ხდება ჭკვიანი და გამოცდილი.
სწორედ ზემოთ განხილული საკითხი, გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმასა, რომ შექმნილიყო პირველი ქართულენოვანი ტესტი, რომელიც მაქსიმალურად მოერგებოდა აზროვნების იმ ფორმას, რომელიც საქართველოში არის გავრცელებული.
ადაპტირებული 4S(ფორესი) ტესტი იძლევა საშუალებას პიროვნებამ საკუთარ მშობლიურ ენაზე-ქართულად, შესაბამისად უფრო მეტი სიზუსტით შეაფასოს მისი უნარები: მათემატიკა, ლოგიკა, სივრცული აღქმა და გადაწყვეტილების მიღება.
IDAC - ინტელექტის განვითრებისა და შეფასების ცენტრი
წყარო:
http://blog.ted.com/2013/02/19/5-examples-of-how-the-languages-we-speak-can-affect-the-way-we-think/
http://www.anderson.ucla.edu/faculty/keith.chen/papers/LanguageWorkingPaper.pdf
http://psychology.stanford.edu/~lera/papers/sci-am-2011.pdf
http://www.linguisticsociety.org/
http://edge.org/conversation/how-does-our-language-shape-the-way-we-think
http://online.wsj.com/news/articles/SB10001424052748703467304575383131592767868?mg=reno64-wsj&url=http%3A%2F%2Fonline.wsj.com%2Farticle%2FSB10001424052748703467304575383131592767868.html
http://blog.ted.com/2013/02/19/saving-for-a-rainy-day-keith-chen-on-language-that-forecasts-weather-and-behavior/