„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა დაამტკიცა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", განვითარების ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანიის მართვის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა დაამტკიცა.

ახალ სტრუქტურაში, რომელიც დღემდე მოქმედ მოდელთან შედარებით გაცილებით მოქნილია,  მაქსიმალურადაა ასახული კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტები და მისადაგებულია იმ გამოწვევებთან, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" მნიშვნელოვანი იქნება განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლისას.

ახალ სტრუქტურაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თბილისის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებასა და მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებაზე. ახალი მოდელი ასევე ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის თანმდევი შესაძლო საფრთხეების უფრო ეფექტურად მართვასა და მომხმარებელთა კმაყოფილების მნიშვნელოვნად გაზდას.

ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის კონცეფციასა და მოდელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფთან" თანამშრომლობით, 3 თვის განმავლობაში ამუშავებდა.