"წყალი მარგებელის" მხარდაჭერით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში "არტ-გენი 2014" გაიმართა. ფესტივალის გახსნაზე მისულმა სტუმრებმა "მარნეულის სასურსათო ქარხნის" "მარგებელი" პროდუქცია და "წყალი მარგებელის" უნიკალური წყლები - "ნაბეღლავი" და "ბახმარო" დააგემოვნეს. ღია ცის ქვეშ "მარგებელი ჰოლდინგის" კუთხე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ღონისძიების დასასრულს "მარნეულის სასურსათო ქარხნის" პროდუქციის დეგუსტაცია კვლავ გაიმართა.
"არტ-გენი შეიძლება ითქვას ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც შემეცნებით ხასიათს ატარებს. "წყალი მარგებელისთვის" მნიშვნელოვანია მსგავსი წამოწყებების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ინდივიდუალური ხასიათისა და კულტურის წარმოჩენასა და ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას ქართული მრავალფეროვანი ფოლკლორით. არტ-გენის დამსახურებაა, რომ დღეს ქართული ხალხური შემოქმედების მიმართ ყურადღება არ წყდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. თავის მხრივ, ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად იქნება მსგავსი ღონისძიებების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს", – აცხადებენ "წყალი მარგებელში".
წელს ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ. 20 ივლისს, ღონისძიება მეგრული ფოლკლორის წარმოჩენით გაიხსნა, დასკვნითი ღონისძიება კი გუშინ გაიმართა.
კონცერტების პარალელურად ერთი კვირის განმავლობაში მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა გასართონი წარმოდგენები და ხალხური თამაშობები, ადგილზე გახსნილი იყო კვების ობიექტებიც, სადაც მოსულ სტუმარს განვიტვირთვის საშუალებაც ჰქონდა.
არტ-გენი უკვე 10 წელზე მეტია, რაც სახალხო დღესასწაულად იქცა. ფეტივალი არაკომერციულია და მის მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ნაკლებად ცნობილი და უცნობი ნიმუშებისა და ნამუშევრების მოძიება და საზოგადოებისვთვის გაცნობა, საბოლოოდ კი, მოძიებული მასალების დაარქივება და შენახვა წარმოადგენს.