თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებს ზრდის - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი რიგაში ყოფნისას, რიგის ეკონომიკის და ბიზნეს ადმინისტრაციის საერთაშორის სკოლის (Riga International School of Economics and Business Administration (RISEBA)) ვიცე-რექტორს, პროფესორ ტატიანა ვასილევას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების გაცვლას, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე, აკადემიური პერსონალის ერთობლივ სატრენინგო პროგრამებს, ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციებს და, რაც მნიშვნელოვანია - ერთობლივ მონაწილეობას საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ რიგის ეკონომიკის და ბიზნეს ადმინისტრაციის საერთაშორის სკოლას ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს ლატვიის უნივერსიტეტებს შორის. აქ 3000-მდე სტუდენტი სწავლობს. სწავლება მიმდინარეობს ლატვიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. უნივერსიტეტს გააჩნია სადოქტორო პროგრამა.
როგორც თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილიმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ უნივერსიტეტს გააჩნია ისეთი პროგრამები, რომელის განხორციელებაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი უნივერსიტეტისთვის. მაგალითად - ბიზნესის ფსიქოლოგია, როგორც საბაკალავრო პროგრამა, ასევე - აუდიო და ვიდეო კომუნიკაციები და უამრავი სხვა.
უნივერსტეტების დამეგობრობის მიზნით ამ პროცესებში ჩერთვება საქართველოს საელჩო ლატვიაში. წინასწარი შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე უკვე მიღებულია.
ცნობისთვის: თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს საერთაშორისო მემორანდუმები უკვე აქვს გაფორმებული პოლონეთის და გერმანიის უნივერსიტეტებთან.