„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნუცუბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", მიმდინარე წლის 23 ივლისს, საღამოდან, ნუცუბიძის ქუჩაზე გამავალ 1200 მმ-იან ფოლადის მაგისტრალურ მილდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასა და ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟებას გეგმავს. ტექნიკური სამუშაოებს კომპანია ღამის საათებში განახორციელებს.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23 ივლისის 23:00 საათიდან 24 ივლისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ნუცუბიძის ქუჩას - კანდელაკის ქ-დან ნუცუბიძის ქ. N179-მდე

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს - მეტროსადგურ „დელისიდან" მარიჯანის ქუჩამდე, ვაჟა-ფშაველას I, II და III კვარტლებს

ყაზბეგის გამზირის ნაწილს - თამარაშვილის ქ-დან ქავთარაძის ქ-მდე

გურიელის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, ზაქარიაძისა და ვ.ჩიქოვანის ქუჩებს.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 24 ივლისის 08:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, 24 ივლისის 11:00 საათისთვის წყალს მიიღებს  ყველა ჩამოთვლილი ქუჩა.