დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ დანელიამ საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორთან, ვაჟა კირტავასთან და „Dahl Consultants“-ის ხელმძღვანელთან ვეინ დალთან ერთად დალის მთის წყალსაცავის რეაბილიტაციის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
დალის მთის წყალსაცავი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს, საქართველოში სიდიდით მესამეა და მისი მაქსიმალური დატვირთვით ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მთლიანობაში 20 ათასი ჰექტარი ფართობი გასარწყავდეს.
როგორც შეხვედრაზე ოთრ დანელიამ აღნიშნა დღეისათვის დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემა არ არსებობს, შესაბამისად დალის მთის წყალსაცავის რეაბილიტაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობა იძენს. „მოვიწვიეთ ამერიკელი და უკრაინელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ ამ წყალსაცავის შესაძლებლობებს. ათასობით ჰექტარი ფართობის გასარწყავიანება გახლავთ ახალი სიცოცხლის დაბადება ამ რეგიონში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კაშხალის მდგრადობაზე და პროექტის შემდგომი განვითარების შესწავლაზე. უახლოეს მომავალში ექსპერტები მოგვაწვდიან მზა შემოთავაზებას პროექტთან დაკავშრებით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ესწრებოდა.