22 ივლისს, 10:00 -17:00 საათამდე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ მართავს, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) შემაჯამებელ კონფერენციას.
კონფერენციაზე მოხდება ქსელის საქმიანობის მიდგომების, ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების წარდგენა. კვლევა, ანალიზი და სტრატეგიების ფორმირება, ადვოკატირება და სერვისების მიწოდება, შეფასება და მოქალაქეებთან უკუგება, რაც სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია.
კონფერენციას დაესწრებიან ქსელის წევრი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე თბილისის სამოქალაქო ორგანიზაციები, დონორები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
გარდა ამისა მოწვეული სტუმრები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან.