ხვალ, 22 ივლისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში", ბიზნესმენები, მამუკა ხაზარაძე, კურტ კონტი და დიმიტრი ტვილდიანი გამართავენ ერთობლივ პრეს-კონფერენციას, რომელზეც ჟურნალისტებს მიაწვდიან ინფორმაციას თბილისში უმსხვილესი ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების შესახებ.
დეტალები საინვესტიციო პროექტის შესახებ პრეს-კონფერენციაზე გახდება ცნობილი!