15-19 ივლისს, თბილისში უკვე რიგით მეხუთე Kavkaz Jazz Festival გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერიც „წყალი მარგებელი“ იყო.
ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისთვის მასტერ-კლასებისგან, ყოველდღიური კონცერტებისგან და ჯემ-სეიშენებისგან შედგებოდა. კონცერტებში ქართველ მუსიკოსებთან ერთად სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან მოწვეულმა სტუმრებიც მონაწილეობდნენ.
წელს პირველად ფესტივალმა “მრგვალი მაგიდების” სერიას უმასპინძლა, სადაც სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ექსპერტებმა, კულტურის მენეჯერებმა და არტ-კრიტიკოსებმა იმსჯელებეს რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე შექმნილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
„ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი სახის კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა რომლებიც სხვადსხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოაქცევდა და მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დარგში არსებული პრობლემების და გამოწვევების თემის ირგვლივ მსჯელობასა და გაანალიზებას. ამიტომაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდით ორგანიზატორების შემოთავაზებას და ჩავერთეთ წლის ერთ-ერთ მნშვნელოვან კულტურულ მოვლენაში. ქართული ჯაზის ისტორია ჯერ კიდევ XX საუკუნის 30 იან წლებში იღებს სათავეს და სომხურ და აზერბაიჯანულ ჯაზ სცენასთან ერთად განსაკუთრებული და თავისებური ჟღერადობით ხასიათდება, „წყალი მარგებელისთვის“ სასიხარულოა რომ Kavkaz Jazz Festival -ის საშუალებით შესაძლებლობა მიეცა ხელი შეუწყოს ჟანრში ახალი ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენასა და მათ შემდგომ წინსვლას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“- აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.
Kavkaz Jazz ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას უწყობს ხელს. Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან. ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.