20 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციული კულტურული ფესტივალი „არტ-გენი 2014“ გაიმართება. „წყალი მარგებელი“ ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია.
არტ-გენი უკვე 10 წელზე მეტია, რაც სახალხო დღესასწაულად იქცა. ფეტივალი არაკომერციულია და მის მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიაზაცი, ნაკლებად ცნობილი და უცნობი ნიმუშებისა და ნამუშევრების მოძიება და საზოგადოებისვთვის გაცნობა, სააბოლოოდ კი მოძიებული მასალების დაარქივება და შენახვა წარმოადგენს.
წელს ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა მიეცემათ. 20 ივლისს, 18:30 საათზე ღონისძიება მეგრული ფოლკლორის წარმოჩენით გაიხსნა, დასკვნითი ღონისძიება კი 27 ივლისს, 22 საათზე გაიმართება, სადაც ჯგუფი „33ა“ როგორც ძველ, ასევე ახალ ალბომში შესულ ჰიტებს შეასრულებს.
კონცერტების პარალელურად მოეწყობა ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, გაიმართება გასართონი წარმოდგენები და ხალხური თამაშობები, იფუნქციონირებს კვების ობიექტებიც.
„არტ-გენი შეიძლება ითქვას ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც შემეცნებით ხასიათს ატარებს. „წყალი მარგებელისთვის“ მნიშვნელოვანია მსგავსი წამოწყებების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ინდივიდუალური ხასიათისა და კულტურის წარმოჩენასა და ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას ქართული მრავალფეროვანი ფოლკლორით. არტ-გენის დამსახურებაა, რომ დღეს ქართული ხალხური შემოქმედების მიმართ ყურადღება არ წყდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. თავის მხრივ ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად იქნება მსგავსი ღონისძიებების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“ - აცხადებს „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.