„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დღეს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს. ავარიულად დაზიანდა რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის მიმდებარედ გამავალი წყალსადენის ქსელი.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ზაფხულის ცხელ დღეებში მომხმარებლისთვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით, დაზიანების აღმოფხვრის სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს, ამასთან შეეცდება, ტექნიკური სამუშაოების წარმართვის პროცესში, წყალმომარაგება  მაქსიმალურად მცირე არეალს შეუწყვიტოს. კომპანიის ვარაუდით, დაზიანების ლიკვიდაციისთვის აუცილებელი გახდება რუსთაველის გამზირზე გამავალი წყალსადენის ორი მაგისტრალური - 400 მმ-იანი და 350 მმ-იანი - ქსელის გათიშვა, მათი წყლისგან დაცლის მიზნით.

 ტექნიკური სამუშაოების დაწყებისა და დასრულების დაზუსტებულ დროსა და წყალმომარაგების წყვეტის არეალს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დამატებით მოგაწვდით.