„ფუდპანდა ჯორჯიას“ და „საბვეის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„ფუდპანდა ჯორჯიას“ და „საბვეის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი “ფუდპანდა” (foodpanda) გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლის სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს. “ფუდპანდას” ბიზნეს მოდელს საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველდღიურად  იზრდება მათი პარტნიორთა რიცხვი და კომპანია მომხმარებელს სულ  უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

 26 მაისის მოედანზე მდებარე “საბვეის” რესტორანში (სპორტის სასახლესთან) „ფუდპანდა ჯორჯიასა“  და  “საბვეის” ფრენჩაიზის მფლობელ “საბ დეველოპმენტ ჯგუფს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „საბვეის“ პროდუქტები  სრულად გახდება ხელმისაწვდომი  ფუდპანდა ჯორჯიას მომხმარებლებისთვის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ფუდპანდა ჯორჯიას”  დირექტორმა, გიორგი  ქერქაძემ და „საბვეის“ ფრენჩაიზის მფლობელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გივი ორდენიძემ. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე დაესწრო ფუდპანდას რეგიონალური დირექტორი, პაველ ნეტრება.

მემორანდუმი “საბ დეველოპმენტ ჯგუფსა”  და „ფუდპანდა ჯორჯიას“ კონკრეტულ  პარტნიორულ ურთიერთობებს ითვალისწნებს, რის შედეგადაც „ფუდპანდა ჯორჯიას“ მომხმარებლები შეძლებენ „საბვეის“ საკვები ვებ-გვერდის - www.foodpanda.ge ან აპლიკაციის საშალებით შეუკვეთონ.  „ფუდპანდას“ აპლიკაცია მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ სქემას მოიცავს, რითაც მომხმარებლები  კომფორტულად და სწრაფად შეძლებენ „საბვეის“ სხვადსხვა შემადგენლობის სენდვიჩების სისტემაში აწყობას და სასურველი  შეკვეთის განხორციელებას.