საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ქვეყნის ყოფილი მეთაურის, საქართველოს პრეზიდენტისედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილი იქ შეკრებილი საზოგადოების წინაშეგამოსამშვიდობებელი სიტყვით წარსდგა და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც პატივი მიაგო საქართველოს მეორეპრეზიდენტის ხსოვნას და სამძიმარი გამოუცხადა ქვეყანას და მის ოჯახს. სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პირველმაპირმა ყურადღება ედუარდ შევარდნაძის დამსახურებებზე გაამახვილა.
გამოსამშვიდობებელი სიტყვა ასევე წარმოთქვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ამერიკისშეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა და გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთამინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ჰანს დიტრიხ გენშერმა.
სამების ტაძრიდან ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ცხედარი სამგლოვიარო პროცესიით კრწანისის რეზიდენციაშიგადაასვენეს და რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
გიორგი მარგველაშვილი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას მაკა ჩიჩუასთან ერთად ესწრებოდა. სამგლოვიაროცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები,საერთაშორისო დელეგაციები და უცხოელი სტუმრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლები.