,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში აღინიშნა. აქ ამომრჩეველთა 25%-მა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. სხვა თვითმმართველ ქალაქებში კი აქტივობის მაჩვენებელი ასეთია: თბილისი - 15% (ცდომილების ხარისხი +/-0.3%); მცხეთა - 20%; რუსთავი - 16%; გორი - 14%.
„იმ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ,,სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებს, ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 2014 წლის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია. გამონაკლისია მცხეთის თვითმმართველი ქალაქი, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 1%-ით ნაკლებია 15 ივნისის არჩევნებთან შედარებით“,- აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.
რაც შეეხება გამგებლების არჩევნების მიმდინარეობას: ამომრჩველთა აქტივობის თვალსაზრისით, 12:00 საათისთვის მუნიციპალიტეტებში ასეთი შედეგი აღინიშნება: ხონი (28%), ბაღდათი (19%), თერჯოლა (21%), ტყიბული (22%), ლანჩხუთი (25%), ხულო (15%), ახმეტა (19%).
ამომრჩეველთა განსაკუთრებით მაღალი აქტივობა გამოვლინდა ხონის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში.