აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის სანაპირო ზოლი საყოფაცხოვრებო და ზღვიდან გამორიყული ნარჩენებისაგან გაწმინდა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, პრობაციონერების მონაწილეობით რეგულარულად იმართება გარემოს დაცვის ღონისძიებები, რათა დამსვენებლებს დასვენება კომფორტულ გარემოში შეეძლოთ. ამასთან, საზოგადოებისათვის სასარგებლო აქციებში ჩართვა პირობით მსჯავრდებულებს რესოციალიზაციაში ეხმარება.