არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის პოეზიის საღამო გაიმართა

არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის პოეზიის საღამო გაიმართა

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან მსჯავდებულებს  პოეტი ნინო სადღობელაშვილი, პოეტი და მსახიობი გიორგი ზანგური და მწერალი გურამ მეგრელიშვილი შეხვდნენ.

სტუმრებმა არასრულწლოვნებს საკუთარ შემოქმედება წარუდგინეს, ლიტერატურული საღამოს დასასრულს კი განათლების აუცილებლობაზე, წიგნიერებაზე, ლიტერატურასა და კინოხელოვნებაზე ესაუბრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ახალი სკოლა, ბიბლიოთეკა და სახელოსნოები დაათვალიერეს.