25 ივნისს, ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ, გურჯაანში, ნონეშვილის #10ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის ცენტრში შესაძლებელიიქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპისდეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოშიყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 69 000-ზე მეტ იურიდიულ პირსემსახურება.
ლიბერთი ბანკის საბაზრო წილი 2014 წლის მაისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.