მეორადი ავტომანქანების აუქციონების მომწყობმა წამყვანმა კომპანიამ (IAA) სასტუმრო „ბესტში“ ავტოდილერებისთვის კონფერენცია გამართა.
კომპანიის ცნობით, მსურველს აშშ-სა და კანადაში 150-ზე მეტ ავტოაუქციონზე აქვს ავტომობილის ყიდვის შესაძლებლობა. ავტომობილის ონლაინ დათვალიერება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ვებგვერდზე - www.iaai.com.
„IAA მოტორსი“ - საქართველოში 2004 წლიდან მუშაობს. აშშ-დან, ევროპიდან და იაპონიიდან ავტოიმპორტს ვახორციელებთ. 2011 წლიდან ამერიკული კომპანია – „Insurance Auto Auctions“-ის ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით. დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფ კომპანიის ვიცე პრეზიდენტთან განვიხილეთ ის შედეგები, რომელიც გახსნის შემდეგ მივიღეთ. დღესვე შევხვდით დილერებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ“, - განაცხადა „IAA მოტორსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ.
„Insurance Auto Auctions“-ის ვიცე პრეზიდენტის დენ ოსკარსონის განცხადებით, კონფერენციის მთავარ მიზანს, აღნიშნული ბიზნესით დაინტერესებული მხარეების შეხვედრა და კომპანიის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.
„ჩვენი მიზანია, მოვიწვიოთ და დავაინტერესოთ ის ხალხი, რომელთაც ბიზნესის კეთება სურთ. ჩვენი ძალიან დიდი პლუსი არის ჩვენი გამჭვირვალობა - რასაც ვდებთ ჩვენ საიტზე, ფოტოზე რაც ნაჩვენებია, ზუსტად ის დაზიანება აქვს ავტომობილს, რასაც სხვა კონკურენტები არ აკეთებენ. ასევე გვაქვს ცოცხალი აუქციონი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხა კუთხეში მყოფ ადამიანს შუეძლია ნახოს, თუ როგორ იყიდება მანქანა. ჩვენი წარმომადგენლობა მსურველს ეხმარება მანქანის შერჩევასა და სესხის აღებაში, რასაც დაინტერესებული პირი სხვა კომპანიებთან დამოუკიდებლად აკეთებს, ჩვენთან კი ასე არ არის. ჩვენი კომპანია გათვლილია მაქსიმალუად მომახმარებელზე.
ძირითადად ისე მანქანებზე ვმუშაობთ, რომელიც დაზიანებულია, ჩამოგვყავს საქართველოში, ვაკეთებთ და მყიდველს ვაძლევთ. ჩვენ ავტომობილს ძალიან დიდხანს შეუძლია მომხმარებელს ემსახუროს. ჩვენი კომპანია დაახლოებით 1 მლნ ნახევარზე მეტ მანქანას ყიდის მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. მათ ქართველებისთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რადგან ჩვენი მანქანები ამერიკული სფეციფიკაციით ჩამოდის”, - განაცხადა კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა დენ ოსკარსონმა.