სასჯელაღსრულების სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გეგმავენ კოორდინირებული მუშაობითა და ერთობლივი ძალისხმევით პროფესიონალური კადრები მოამზადონ.
სამინისტრო იღებს ვალდებულებას, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა განსაზღვრულ კონტიგენტს სისტემასი პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის მიზნით, სასწავლო პრაქტიკის გავლაში დაეხმაროს, უნივერსიტეტი კი მზადაა, რომ სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად განახორციელოს პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლის მსურველ სტუდენტთა ღია კონკურსის წესით შერჩევა და სამინისტროდან მიღებული დახასიათებების საფუძველზე განახორციელოს მათი შეფასება.
აღნიშნული მემორანდუმი რიგით მეხუთეა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმდა.
მემორანდუმის ხელისმოწერის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.