21-22 ივნისს, თბილისი ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატს, მე-3 ლიგის გუნდებს შორის თამაშებს უმასპინძლებს ღინისძიების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი „წყალი მარგებელია“.
ჩემპიონატი 21 ივნისს, 12:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიხსნება. რაც შეეხება დახურვის ცერემონიალს, 22 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიური სოფლის პავილიონშია დაგეგმილი.
აღნიშნულ ტურნირში ევროპის 15 ქვეყნის (ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ისრაელი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მაკედონია, მალტა, ჩერნოგორია, ევროპის პატარა ქვეყნების მძლეოსნობის ასოციაცია (სანმარინო, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი) 608 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი სხვადასხვა დისტანციაზე რბენას, ხტომას (ჭოკით ხტომა, სამმაგი ხტომა, სიგრძეზე ხტომა) ტყორცნებს (ურო, ბადრო, შუბი) და ბირთვის კვრას მოიცავს.
„ჩვენი კომპანიისთვის დაარსების დღიდან მნიშვნელოვანი იყო ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა. ამის მაგალითია არაერთი შეჯიბრი თუ ღონისძიება, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერითა და დახმრებით ჩატარდა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა სწორედ მსგავსი აქტივობებით იყოს დაინტერესებული და ამაში ბიზნეს სექტორმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, წლის დასაწყისში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს რითაც „წყალი მარგებელი“ „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ ბრენდებით 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის პლატინის სპონსორი გახდა. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით, დაწყებული სპორტული, დამთავრებული კულტურული და სოციალური მნიშვნელობით, ამიტომაც გადაწვყვიტეთ რომ ხელი შეგვეწყო ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის. „წყალი მარგებელი“ წარმატებას უსურვებს ქართველ სპორტსმენებს და იმედს ვიმედოვნებთ რომ ჩვენი თანამშრომლობა ოლიმპიურ კომიტეტთან ასევე წარმატებული იქნება მომავალშიც“ - განმარტავს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.