საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში უცხოელ ლიდერებთან მართავს შეხვედრებს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში უცხოელ ლიდერებთან მართავს შეხვედრებს

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელით „სოფია კიევსკაიას" სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოსთან  ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი  საქართველოში მოიწვია.

„სოფია კიევსკაიას" სასახლეში გამართულ მიღებაზე საქართველოს პირველი პირი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეულ უცხოელ ლიდერებსაც შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან გამართა და მასთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუბარი საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის  შემდგომი განვითარების გზებს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტისაც შეხვდა. საუბრისას მხარეებმა ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებული წესით ხელმოწერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.