პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, თიბისი ბანკმა მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტი- Pay Sticker შესთავაზა.
Pay Sticker არის უკონტაქტო ბარათის დამატება , რომლის დაკვრა მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ნივთზე შეიძლება: მაგალითად მობილურ ტელეფონზე, საათზე , ბრელოკზე და ა.შ. ეს ექსკლუზიური პროდუქტი, როგორც გადახდის უსწრაფესი და ყველაზე მოხერხებული საშუალება, შექმნილია მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად.
მომხმარებელმა Pay Sticker-ის ანგარიში უნდა მიაბას მისსავე Visa სადებეტო ბარათის ანგარიშზე. ტრანზაქცია განხორციელდება სტიკერის ტერმინალთან მიტანით, რის შედეგადაც თანხა ჩამოიჭრება ბარათის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან.
სტიკერის მეშვეობით, პინკოდის გარეშე შესაძლებელია მაქსიმუმ 45 ლარამდე ტრანზაქციის შესრულება.
„თიბისი ბანკი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი საქართველოში, ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მომხმარებლების ყოველდღიური საქმიანობა უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ," - აცხადებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პაატა ღაძაძე.
Pay Sticker -ის გამოყენება თიბისი ბანკის მომხმარებლებს უკვე დღეიდან შუძლიათ.