პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, თბილისში კიდევ ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
თბილისის პრობაციის ბიუროში ჩატარებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს თ. ი-ს და ლ. შ-ს მშენებლობის სფეროში გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა შესაბამისი სამუშაოს მოძიებას ვერ ახერხებდნენ. პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, თ. ი. და ლ. შ. დაასაქმა შ.პ.ს. ,,new world"-ის დირექციამ, რომელიც დაბა გუდაურში სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პირობით მსჯავრდებულები, პირველ ეტაპზე, ოსტატის დამხმარედ იმუშავებენ და ყოველდღიურად 28 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, მათ, კვებითა და საცხოვრებელი ბინით, კომპანია უზრუნველყოფს.
თბილისის პრობაციის ბიუროსა და კომპანია „ლიდერი XXI" დირექციას შორის მოლაპარაკების მიხედვით კი, პირობით მსჯავრდებულები ნ. ხ., რ. მ. და ბ. ბ. დასაქმდნენ ნაყინის მწარმოებელ საამქროში, სადაც ყოველთვიურად 450 ლარს გამოიმუშავებენ.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 2014 წელს უკვე 51 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.