29 მაისს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე, გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" პრესკონფერენცია, სადაც გამოცხადდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მეორე საგრანტო კონკურსი. პრესკონფერენციას დაესწრება „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" დირექტორი თორნიკე გურული. აღსანიშნავია, რომ პირველი საგრანტო კონკურსი „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა" 2014 წლის თებერვალში გამოაცხადა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიზნით 13 პროექტი დააფინანსა, საერთო მოცულობით 300 000 ლარი.