ოთარ დანელია  ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიას ესწრება

ოთარ დანელია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიას ესწრება

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია  სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. 25-30 მაისს   ქ. პარიზში  ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რიგით 82-ე გენერალური სესია იმართება. სხდომებს OIE -ს წევრი 178 დელეგატი, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

OIE-ს 82-ე სხდომას და ორგანიზაციის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციაც ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაშიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე შედიან.  დელეგაციის ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია  სესიას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. 

OIE-ს მსოფლიო ასამბლეის დელეგატები განსაზღვრავენ OIE-ს პოლიტიკას და ზედამხედველობას უწევენ მის იმპლემენტაციის პროცესს. წლევანდელ სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი მიმართულებები:

ცხოველთა და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობის  საერთაშორისო სტანდარტების მიღება.

ცხოველთა ზოონოზური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა და ვეტერინარული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

საფრანგეთში ვიზიტისას, საქართველოს დელეგაციის წევრები პარიზში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრნენ.