პრემიერ-მინისტრის სიტყვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე

პრემიერ-მინისტრის სიტყვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე

მოგესალმებით ბატონებო,

პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. მგონი,ძალიან კარგი პრაქტიკა დავნერგეთ - კარგია, როცა ხელისუფლებისა და ბიზნესისწარმომადგენლები ხშირად ვხვდებით და შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთჩვენი პოზიციები.

თანამშრომლობის ესფორმატი შესაძლებლობას მაძლევს პირდაპირ თქვენგან მივიღოთ ინფორმაცია  ყველა იმ სირთულის შესახებ, რომლის წინაშეც დგას დღეს ბიზნესი, აგრეთვე მოვისმინო  როგორ ხედავთ თქვენ პრობლემების გადაჭრის გზებს.ჩვენ საშუალება გვაქვს გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები, შევაფასოთ ის   ცვლილებები, რომლებიც უკვე განხორციელდა, დადავსახოთ სამომავლო გეგმები.

კარგად მესმის, იმისათვის,რომ შეიქმნას თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნესგარემო, ძალიან მნიშვნელოვანიახელისუფლებისა და ბიზნესის კოორდინირებული თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენსშორის დაწყებული დიალოგი უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.

გასული პერიოდისგანმავლობაში, განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებსაც უკვე მოჰყვა პირველიკონკრეტული შედეგები, პერსპექტივა კი გაცილებით დიდია.

მინდა შევეხო იმ ცვლილებებსადა მიღწევებს, რომლებიც, ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ, ამ მოკლე პერიოდშიგანხორციელდა.

დავიწყებ იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოკონკურენციის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც სრულადშეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტო,რომელიც  ნორმატიული ბაზის შექმნისთანავე აქტიურადდაიწყებს მუშაობას.

შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომლისმიზანია დამწყები, მცირედა საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე ექსპორტის ხელშეწყობა, წახალისებადა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია. სააგენტოს ჩამოყალიბება მნიშვნელოვნადშეუწყობს ხელს მეწარმეობისა და ექსპორტის განვითარებას როგორც ფინანსური, ისე სამეწარმეოუნარების განვითარების კუთხით.

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით, ბანკებს მოეხსნათ სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწაზე საკუთრების მოპოვების შეზღუდვა.

გრძელდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა,რომელიც, მინდა გითხრათ, წელს კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათისაა. სასოფლო-სამეურნეოსექტორის განვითარების მიზნით, მოქმედებს მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულოსამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 40 კოოპერატივს. ვიცით, რომ კოოპერაცია, როგორც მიწის,ისე სხვა რესურსების კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია აგრარული სექტორისთვის.

მეგობრებო,

წინა შეხვედრის შემდეგ პრაქტიკულად განახევრდა ფინანსთასამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა.

რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას, 2014 წლის იანვარ-აპრილშისაქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 441 მილიონი დოლარი შეადგინა,რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 19 პროცენტით არისგაზრდილი, ხოლო იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, 2014 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტისსაშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.

მინდა სიამაყით აღვნიშნო,რომ ბიზნესის კეთების 2014-ის რეიტინგში საქართველოისევ ლიდერის პოზოციაზეა - 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. მათ შორის, მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების,მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციის, აგრეთვე, ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, დაიწყო მუშაობასაქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებისათვის.უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაჟო და საგადასახადო სისტემაშიკორუფციის პრევენციის საკითხებს.

მინდა გაცნობოთ, რომ შემუშავების პროცესშია კონკურენციისსააგენტოს სრულყოფილად ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტები და ამაში ქართველექსპერტებთნ ერთად საერთაშორისო ესქპერტებიც არიან  ჩართული.

შემუშავებულია და მალე მთავრობა განიხილავს სოციალურ-ეკონომიკურიგანვითარების სტრატეგიას - საქართველო 2020, რომლის ძირითადი მიზანია ყოვლისმომცველი(ინკლუზიური) ეკონომიკური ზრდა. სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია კერძო სექტორისკონკურენტუნარიანობის ამაღლება, ადამიანური რესურსების განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობისზრდა.

იცით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა სახელმწიფოპროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია. ეს პროგრამა პირველი ივნისიდან ამოქმედდება. ეს გახლავთ მთავრობის პროგრამა,რომლის მიზანიცაა  კონკურენტუნარიანი ადგილობრივიწარმოების სტიმულირება, ქართული პროდუქციის შექმნა, მისი ხარისხის უზრუნველყოფა დაწარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარება. ჩვენ პრიორიტეტებად დავსახეთ სასოფლო-სამეურნეოპროდუქციის წარმოება-გადამუშავება და ინდუსტრიული პროდუქტის წარმოება. ეს პროგრამამოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და ხალხის მატერიალურ კეთილდღეობას.პროგრამის განხორციელებისათვის, პირველ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 46მილიონი ლარი.

თქვენ იცით, რომ სულმალე ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით.  ამ სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნისგზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ეს იქნება დამატებითისტიმული ჩვენი ბიზნესმენებისათვის და მეწარმეებისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მზად ვიყოთ ევროპულ ბაზარზეჩვენი პროდუქციის გასატანად. ამ პროცესში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თქვენი ინტერესებისგათვალისწინება და დაცვა, რადგან ევროპული ბაზარი იხსნება თქვენთვის, სწორედ თქვენუნდა ისარგებლოთ ამ ბაზრით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტები ჩართულიიყვნენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებისშემუშავებაში, იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოების ინტერესებისა და ქვეყანაშიარსებული ვითარების გაუთვალისწინებლად არ მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისფარგლებში მაღალგანვითარებული ევროპულიქვეყნების კანონმდებლობის და სტანდარტების კოპირება.

სასიკეთო ცვლილებებზე როცა ვლაპარაკობთ, აქვე არ შეიძლება  არ ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები,რომელთა გადასაჭრელადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.

შევეხები ზოგიერთ მათგანს.განვლილი თვეების პრაქტიკამაჩვენა, რომ კვლავ პრობლემად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების ზოგიერთი საკითხი.

ადგილობრივი მწარმოებლებისათვის ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა  საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენისპრობლემა.

გარდა ამისა, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, დახვეწა სჭირდება ფინანსთასამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმებს, რომლებიც უფროეფექტიანი უნდა გახდეს.

თქვენ კარგადმოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლა ხანგრძლივ მუშაობასდა სისტემურ მიდგომას საჭიროებს.

მეგობრებო,

ჩვენ წინაშე კვლავ დიდიგამოწვევებია, რომელთა დაძლევა მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევითა დაკოორდინირებული მუშაობით გაცილებით ეფექტიანად შეიძლება.

მინდა გითხრათ,რომ  ხელისუფლება მუშაობს   საგადასახადო კანონმდებლობაზე. იმედი მაქვს,საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება ისეთი საგადასახადო კანონმდებლობა,რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

გარდა ამისა, მოხდებასაბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში.

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის საწარმოებისათვის დაწესდეს დამატებითი საგადასახადოშეღავათები.

მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაუმჯობესდესსაინვესტიციო პირობები არა მარტო საგადასახადო სისტემაში, არამედ ყველა მიმართულებით.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისა დაინვესტირების ხელშეწყობის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკა, სათანადოდ აისახოსკანონმდებლობასა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში.

ამისათვის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდესხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა,თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური აღმავლობის პროცესში. მინდა კიდევერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მთავრობის მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ჩვენ უნდამოვუსმინოთ ერთმანეთს. მერწმუნეთ, ხელისუფლება ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს.

გისურვებთ წარმატებებს.

გმადლობთ ყურადღებისათვის.